ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
ინსტრუქცია • სტუმარი
სტუმრების მოწვევა შთაბეჭდილების ჯავშნის შემთხვევაში
თუ შთაბეჭდილების ჯავშანში სტუმრის დამატება გსურთ, გაუზიარეთ მას ჯავშნის ბმული და სთხოვეთ, დაწკაპუნებით ან შეხებით აირჩიოს ადგილის დაკავება. აღნიშნულის შესრულების შემდეგ ის ელფოსტით მიიღებს ჯავშანთან დაკავშირებულ ინფორმაციას — მაგალითად, შეხვედრის ადგილისა და დაგეგმილი აქტივობისთვის მომზადების შესახებ.
თუ გსურთ, უცხო პირების გარეშე გაატაროთ დრო მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანაგუნდელებთან ან კოლეგებთან ერთად, მაშინ ჯერ კერძო ჯგუფისთვის გააფორმეთ შთაბეჭდილების ჯავშანი და მხოლოდ ამის შემდეგ გააზიარეთ მოსაწვევი ბმული.
სტუმარს შეუძლია სხვები ჯავშანში დაამატოს ან სთხოვოს მათ, რომ თავად გააფორმონ ჯავშანი. თუ დამატებითი სტუმრები გაუფრთხილებლად ეწვევიან მასპინძელს, მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მათ.
შთაბეჭდილების ჯავშნის გაფორმების შემდეგ მასში მონაწილეების დამატება ან წაშლა შესაძლებელი იქნება მასპინძლის მიერ განცხადებული ხელმისაწვდომობისა და მის მიერვე დადგენილი გაუქმების წესების შესაბამისად.