მასპინძლებსა და სტუმრებს შეუძლიათ კონკრეტული ზომების მიღება საცხოვრებლებში ადამიანებით ვაჭრობის შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად. ადამიანებით ვაჭრობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში გირჩევთ, აუცილებლად განაცხადოთ ამის შესახებ: თუ აშშ‑ში იმყოფებით, ისარგებლეთ ეროვნული ცხელი ხაზით ადამიანებით ვაჭრობის საკითხებისთვის, ხოლო თუ აშშ‑ის ფარგლებს გარეთ ხართ, კომპეტენტური ორგანიზაციის პოვნა შეგიძლიათ თანამედროვე მონობის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (Global Modern Slavery Directory, GMSD).
ადამიანებით ვაჭრობის განმარტება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, თუმცა ქვეყნების უმეტესობა ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული განმარტებებით, რომლებიც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს. ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებში უნდა იკვეთებოდეს:
მართალია, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი, შესაძლოა, ნებისმიერი გახდეს, თუმცა ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავისი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება, ამ კუთხით სხვებზე უფრო მოწყვლადია. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ ან რომლებსაც საცხოვრებლის მხრივ არასტაბილური მდგომარეობა აქვთ. ასევე, ტრავმაგადატანილი ან ძლიერი დამოკიდებულების ისტორიის მქონე პირები. დისკრიმინაციისა თუ უთანასწორობის კუთხით ისტორიულად და ამჟამად არსებული რეალობის გათვალისწინებით, ფერადკანიანები, ემიგრანტები და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები უფრო დიდი სიხშირით განიცდიან ექსპლუატაციას ზემოაღნიშნულის საფუძველზე, რის შედეგადაც ისინი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ხდებიან.
ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევაში იკვეთება ძალის გამოყენების, თაღლითობის ან იძულების ნიშნები. მაგალითად:
საცხოვრებელში შესაძლო ექსპლუატაციის ნიშნებს შორისაა:
მასპინძლებსა და სტუმრებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევების აღკვეთას. თუ საცხოვრებელში ადამიანებით ვაჭრობაზე მიიტანთ ეჭვს, დახმარების მისაღებად დარეკეთ ეროვნულ ცხელ ხაზზე ადამიანებით ვაჭრობის საკითხებისთვის +1 888 373 78 88, გაგზავნეთ SMS ტექსტით „BeFree“ ნომერზე 233733, ან გამოიყენეთ ონლაინჩატი ვებმისამართზე humantraffickinghotline.org/chat. ცხელი ხაზი მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში, უფასოდ, კონფიდენციალურად და 200‑ზე მეტ ენაზე.
ადამიანებით ვაჭრობის პოტენციური ფაქტის შესახებ Airbnb‑საც უნდა შეატყობინოთ. Airbnb‑ს უსაფრთხოების ცენტრი ხელმისაწვდომია აპშივე და მასში თავმოყრილია მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ცენტრიდან შეგიძლიათ როგორც Airbnb‑ს გადაუდებელი მხარდაჭერის ცხელი ხაზით სარგებლობა, ისე გადაუდებელი დახმარების სამსახურებში დარეკვა თქვენი ამჟამინდელი მდებარეობის მიხედვით.