ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
საგადასახადო ფორმებს ზოგიერთ Airbnb მასპინძელს ვუგზავნით, რაც დამოკიდებულია მათი ანგარიშის სტატუსზე, გადასახადის გადამხდელის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციასა და სხვა ფაქტორებზე.
შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ Airbnb ანგარიშიდან. ტრანსაქციების გაფილტვრა შესაძლებელია ანაზღაურების მიღების მეთოდის, განცხადებისა და თარიღის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის ჩასწორება (ან გადასახადის რამდენიმე გადამხდელზე შემოსავლის განაწილების წესის შეცვლა) შეგიძლიათ ანაზღაურების მიღების პარამეტრებიდან.
Airbnb უფლებამოსილია, დააკავოს გადასახადები, თუ არ მიგითითებიათ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ. შეიტყვეთ, კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება დაგიკავდეთ თანხა ანაზღაურებიდან.