ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
მითითებები და მოთხოვნები Airbnb შთაბეჭდილებებისთვის
მინიშნებები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და საუკეთესო მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ დაიხმაროთ სტუმრებისთვის თავგადასავლის შეთავაზებებისთვის მზადების პროცესში.
ყველა თავგადასავალი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ხარისხის სტანდარტებს, ხოლო მასპინძლებს სჭირდებათ შესაბამის სფეროში კომპეტენტურობის დემონსტრირება.
ვინაიდან ყველგან განსხვავებული კანონები და რეგულაციები მოქმედებს, მასპინძლებისგან მოველით, რომ მათ ეცოდინებათ ყველაფერი, რაც, შესაძლოა, სტუმრებისთვის შეთავაზებულ Airbnb შთაბეჭდილებასა თუ თავგადასავალს შეეხოს.
ყოველ Airbnb თავგადასავალს მასპინძელი ანიჭებს ფიზიკური დატვირთვის ოთხი დონიდან ერთ‑ერთს — ეს სტუმრობის მსურველებს სათანადო მოლოდინის შექმნაში ეხმარება.
მასპინძლებს, რომლებიც სტუმრებს შთაბეჭდილებებს განცალკევებულ ტერიტორიებზე სთავაზობენ, შესაძლოა, მოეთხოვებოდეთ განსაკუთრებული კვალიფიკაცია ან მოწმობები, ასევე, სტუმრებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ან აქტივობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ ისარგებლოთ უსაფრთხოების გეგმების შაბლონებით, რომლებიც მომზადდა ამერიკულ წითელ ჯვართან და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით.
მოიფიქრეთ, რა შეიძლება დასჭირდეთ სტუმრებს, მონაწილეობისთვის სათანადოდ მომზადებულები რომ იყვნენ — მაგალითად, სასმელი წყლის მარაგი, შესაბამისი ჩაცმულობა, საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა თუ სხვა.
International SOS ეხმარება მასპინძლებს და სტუმრებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ევაკუაცია სჭირდებათ, ასევე, გასცემს ექსპერტულ რეკომენდაციებს მთელ მსოფლიოში ჯანდაცვასთან დაკავშირებით.
აქტიური დასვენების სფეროში წამყვან ექსპერტთან, სათავგადასავლო ტურიზმის დარგობრივ ასოციაციასთან (ATTA), თანამშრომლობით Airbnb‑მ მასპინძლებსა და სტუმრებს მოუმზადა სპეციალური რესურსები, რომლებიც მათ ღია ცის ქვეშ შეთავაზებული შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლებისთვის მომზადებაში დაეხმარება.
მასპინძლებს ცხოველებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. მათთვის ცხოველთა კეთილდღეობა უპირველესია, ხოლო მათ მიერ შეთავაზებული შთაბეჭდილებები ცხოველთა მიმართ პასუხისმგებლობით აღსავსე ურთიერთობას ითვალისწინებს.
მასპინძლებს, რომლებიც სტუმრებს შთაბეჭდილებებს განცალკევებულ ტერიტორიებზე სთავაზობენ, შესაძლოა, მოეთხოვებოდეთ განსაკუთრებული კვალიფიკაცია ან მოწმობები, ასევე, სტუმრებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ან აქტივობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
მასპინძლებმა უნდა იზრუნონ სისუფთავეზე, უმი/მზა საკვები პროდუქტების განცალკევებაზე, საჭმლის საგულდაგულოდ მომზადებაზე, სათანადო ტემპერატურის შენარჩუნებაზე, ასევე, სუფთა წყლისა და ხარისხიანი ინგრედიენტების გამოყენებაზე.
საკვების მიმართ ალერგიული სტუმრების უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, წინასწარ დაგეგმვა და ის, თუ როგორ აპირებთ საჭმლის მომზადებასა თუ ჭურჭლის გაწმენდას.
ჩვენ გთავაზობთ რჩევებს საკვების უვნებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ინფორმაციას საკვებით გამოწვეული ალერგიების, კვებითი შეზღუდვების, სამზარეულოში უსაფრთხოებისა და ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილების შესახებ.
შეიტყვეთ, როგორ იზრუნოთ უსაფრთხოებაზე სამზარეულოში — გაეცანით რჩევებს დანებთან მუშაობის, ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილების, საკვების უვნებლობისა თუ სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ.