29 მაისი
თარიღი
29 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 149-ე დღე (ნაკიან წლებში - 150-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 216 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 363 : რომის იმპერატორი იულიანე ამარცხებს სასანიდების არმიას ქტესიფონის ბრძოლაში სასანიდების დედაქალაქის კედლებთან, თუმცა ქალაქში შესვლას ვერ ახერხებს.
- 1453 : ოსმალებმა სულთანი მეჰმედ II-ის მეთაურობით აიღეს კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღეს. ბიზანტიის იმპერიას, მასთან ერთად რომის იმპერიასაც.
- 1660 : ინგლისში აღდგენილ იქნა მონარქია.
- 1727 : პეტრე II რუსეთის ცარი ხდება.
- 1790 : როდ-აილენდი გახდა აშშ-ს მე-13 შტატი.
- 1810 : არგენტინამ გამოსცა დეკრეტი ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ.
- 1825 : რეიმსის საკათედრო ტაძარში გაიმართა საფრანგეთის მეფედ კურთხევის უკანასკნელი ცერემონიალი.
- 1848 : უისკონსინი გახდა აშშ-ს 30-ე შტატი.
- 1868 : სერბეთის პრინცი მიხაელ ობრენოვიჩ III მოკლეს ბელგრადში.
- 1886 : ქიმიკოსმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლას პირველი რეკლამა განათავსა ატლანტა ჯორნალში.
- 1900 : კომპანია „ოტის“-მა დააპატენტა სავაჭრო მარკა „ესკალატორი“
- 1903 : მაისის გადატრიალება: ალექსანდრე ობრენოვიჩი, სერბეთის მეფე, და დედოფალი დრაგა მოკლეს ბელგრადში ორგანიზაცია "შავი ხელის" (Crna Ruka) წევრებმა.
- 1913 : იგორ სტრავინსკის ბალეტი „Le Sacre du printemps“ დაიდგა პარიზში.
- 1919 : ეინშტეინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ტესტირება (მოგვიანებით კი დამტკიცება) ართურ ედინგტონის სრული მზის დაბენელების დაკვირვებით პრინსიპეში და ენდრიუ კრომელინის მიერ სობრალში, ბრაზილია.
- 1924 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი „რაიო ვალეკანო“
- 1935 : ჰუვერის კაშხლის მშენებლობა დასრულდა.
- 1945 : ნორვეგიაში, ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრეს ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი კნუტ ჰამსუნი.
- 1953 : ახალზელანდიელმა ე. ჰილარიმ და ნეპალელმა თ. ნორგეიმ პირველებმა დაიპყრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა (ევერესტი).
- 1968 : მანჩესტერ იუნაიტედი პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიგო.
- 1975 : ბელორუსიის საავტომობილო ქარხანამ დაიწყო საბჭოთა კავშირში უდიდესი ტვირთმზიდის „ბელაზ-7520“-ის წარმოება
- 1988 : აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი პირველად ჩადის საბჭოთა კავშირში, მოსკოვში ზესახელმწიფოების სამიტზე საბჭოთა ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან შესახვედრად.
- 1990 : რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე ბორის ელცინი აირჩიეს რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 1996 : ბინიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
- 2005 : საფრანგეთი, გაერთიანებული ევროპის ერთ-ერთი ინიციატორი, რეფერენდუმში უარყოფს ევროპის კონსტიტუციას.
- 2008 : ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო მეფე გიანენდრას გადადგომით ქვეყანაში 240 წლიანი მონარქია დასრულდა.
- 2009 : სოიუზ TMA-15 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა.
- 2010 : 2010 წლის ევროვიზიის ფინალში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა გერმანიის წარმომადგენელმა ლენა მაიერ-ლანდრუტმა, სიმღერით „Satelite“.
- 2014 : რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
- 2016 : მადრიდის რეალი მეთერთმეტედ გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
- 2019 : ეგილს ლევიტსი ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1630 : ჩარლზ II — ინგლისის მეფე.
- 1879 : ჰამანი, რიხარდ — გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი
- 1880 : შპენგლერი, ოსვალდ — გერმანელი ფილოსოფოსი.
- 1909 : ბაუერი, მარიამ — ქართველი ბალერინა
- 1914 : ნორგეი, თენცინგ — ნეპალელი მთამსვლელი, ევერესტის პირველი დამპყრობი.
- 1917 : კენედი, ჯონ — აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი.
- 1990: დავით ღარიბიანი — სომეხი მსახიობი, რეჟისორი, წამყვანი და მოდელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1814:ჟოზეფინ ბოარნე — საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი.
- 1847 : ემანუელ დე გრუში — საფრანგეთის მარშალი
- 1910 : ბალაკირევი, მილი — რუსი კომპოზიტორი
- 1979 : პიკფორდი, მერი — მსახიობი.
- 1982 : შნაიდერი, რომი — მსახიობი.
- 1995 : ჰონეკერი, ერიხ — გდრ-ის სახელმწიფო მოღვაწე.
- 2011 : სერგეი ბაგაფში — აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
რედაქტირებამსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირება- არგენტინა - სახმელეთო ჯარების დღე
- დომინიკის რესპუბლიკა - დედის დღე
- რუსეთი - სამხედრო ავტომობილის დღე; საბაჟოს ვეტერანთა დღე
- ყირგიზეთი - სამხედრო ძალების დღე
- აშშ - უისკონსინის დღე; როდ აილენდი - აშშ-ში შესვლის დღე.
საეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- თეოდორე განწმენდილი
- მუზა ქალწული
- წმინდა ვიტე, წმინდა მოდესტო და წმინდა კრისკენტია
- გიორგი მიტილინელი
- წმინდა ალექსანდრე
- ღირსი მამანი წმიდა საბას ლავრაში გვემულნი
- ნიკოლოზ მისტიკოსი
- წმინდა მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული
- პეტრე აღმსარებელი
- ნიკოლოზ მეჩეველი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები