Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორკი.

მაქსიმ გორკი (რუს. Максим Горький, ნამდვილი სახელი და გვარი — ალექსი მაქსიმეს ძე პეშკოვი რუს. Алексей Максимович Пешков; დ. 28 მარტი [ ძვ. სტ. 16 მარტი], 1868, ნიჟნი-ნოვგოროდი — გ. 18 ივნისი, 1936, გორკი, მოსკოვის ახლოს) — რუსი მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი; ე. წ. სოციალისტური რეალიზმისა და საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი.

მაქსიმ გორკი
რუს. Алексей Максимович Пешков
დაბადების თარიღი 16 (28) მარტი, 1868[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი, Nizhny Novgorod Governorate, რუსეთის იმპერია[14] [15] [10] [16]
გარდაცვალების თარიღი 18 ივნისი, 1936(1936-06-18)[1] [15] [4] [3] [2] [6] [7] [17] [18] [19] [10] [11] [20] [12] [13] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი გორკი-10, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია კრემლის კედლის ნეკროპოლისი
ფსევდონიმი Максим Горький[14] და Иегудиил Хламида
საქმიანობა მწერალი[10] [11] [21] , დრამატურგი, რომანისტი, პოეტი, პუბლიცისტი, დრამატურგი, ავტობიოგრაფი, ჟურნალისტი, დღიურის ავტორი, პოლიტიკოსი და გამომცემელი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
Magnum opus დედა, The Lower Depths[22] , My Childhood, Twenty-six Men and a Girl და კლიმ სამგინის ცხოვრება
ჯილდოები ლენინის ორდენი, Griboyedov Prize და Q28664601?
მეუღლე ეკატერინა პეშკოვა და მარია ანდრეევა
შვილ(ებ)ი მაქსიმ პეშკოვი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
მაქსიმ გორკის მემორიალური დაფა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.

მამა ადრე დაკარგა. დედის გათხოვების შემდეგ ბედის ანაბარა დარჩა. თვითნაკითხობით ღრმა და ფართო განათლება მიიღო. 1891 წელს გორკი სამხრეთისაკენ გამოემგზავრა. იმავე წლის 1 ნოემბერს თბილისს ჩამოაღწია. აქვე მოეწყო მუშად ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოში. თითქმის მთელი წელი იცხოვრა საქართველოში. თბილისში გორკი პირველად დაუკავშირდა რევოლუციონერებს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. თბილისში, კრასნოგორსკის ქუჩაზე (ახლანდელი მაქსიმ გორკის ქუჩა, ძველი თბილისის რაიონი), მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „კომუნა“; აქ გამართულ საღამოებს მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავდა. გორკი მოხსენებებით გამოდიოდა თბილისის სხვადასხვა უბანში, დაუახლოვდა ჩუღურეთის რევოლუციურ ორგანიზაციას, სადაც მას ამარაგებდნენ აკრძალული ლიტრით.

თბილისში დაიწერა და 1892 წლის 12 სექტემბერს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა გორკის პირველი მოთხრობა „მაკარ ჩუდრა“. თბილისშივე დაწერა პოემა „ქალიშვილი და სიკვდილი“, ასევე რამდენიმე მოთხრობა, რომლებიც მოგვიანებით დაიბეჭდა. 1898 წელს გორკი მეორედ ჩამოვიდა თბილისში, 1900 წლის ზაფხულში კი ა. ჩეხოვთან, მხატვარ ვ. ვასნეცოვსა და ექიმ ა. ალექსინთან ერთად მესამედ ესტუმრა საქართველოს და ორ კვირაზე მეტხანს დარჩა. 1903 წლის ზაფხულში გორკი, თითქმის ერთი თვით, კვლავ ესტუმრა საქართველოს. თან ახლდნენ მეუღლე ე. პეშკოვა, გამომც. „ზნანიეს“ დირექტორი კ. პიატნიცკი და სხვ., იყო ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში, აბასთუმანში, ქუთაისში, რაჭაში. ადგილობრივმა პრესამ სათანადოდ გააშუქა მწერლის ჩამოსვლა. არქივებში შემონახულია ჟანდარმერიის დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია გორკის მონაწილეობა თბილისის და ქუთაისის არალეგალური წრეების მუშაობაში, მის მიერ გაწეული ფულადი დახმარება სოციალ-დემოკრატთა სასარგებლოდ.

1905 წელს გორკი ბოლშევიკური პარტიის რიგებში შევიდა. 1906 წლის დასაწყისში იგი პარტიის დავალებით საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. 1907 წელს სათათბირო ხმის უფლებით დაესწრო პარტიის V ყრილობას ლონდონში. 1928 წელს გორკი მეხუთედ ესტუმრა საქართველოს. მაშინ საბჭოთა კავშირი საზეიმოდ აღნიშნავდა გორკის დაბადების 60 წლისთავს. ეს იუბილე საგანგებოდ აღნიშნეს საქართველოშიც. მოეწყო გორკის საჯარო გამოსვლები, შეხვედრები მწერლებსა და ჟურნალისტებთან. მეექვსედ (უკანასკნელად) მწერალი 1929 წლის ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, ისვენებდა გაგრაში. ერთი დღით ეწვია თბილისს, შეხვდა ქართველ მწერლებს. მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებანი ასახა ნარკვევში „საბჭოთა კავშირში“ (1929).

1931 წელს გორკიმ გამოგზავნა წერილი, რომლითაც ასე მიმართა ქართველ ხალხს: „თქვენი ქვეყნის ულამაზესმა ბუნებამ და თქვენმა რომანტიკულმა სიფაქიზემ – სწორედ ამ ორმა ძალამ მომცა ბიძგი, რამაც მე, მაწანწალა, ლიტერატორად მაქცია“[23].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვენეტაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 229-230.
  • Архив А. М. Горького, т. 1–14, М., 1939–76;
  • Полн. собр. соч. Художественные произведения, т. 1–25, М., 1968–76;
  • თხზულებანი, ტ. 1–10, თბ., 1956–68.
  • გვენეტაძე გ., მაქსიმ გორკი და ქართველი საზოგადოებრიობა, თბ., 1968;
  • ა. მ. გორკი. ბიბლიოგრაფიული საძიებელი, თბ., 1968;
  • კაკიაშვილი გ., მაქსიმ გორკი საქართველოში (ბიბლიოგრაფია), თბ., 1969;
  • ციციშვილი გ., ქართველი საზოგადოებრიობა და მაქსიმ გორკი, თბ., 1977;
  • Гвенетадзе Г. Д., Максим Горький и грузинская литературная мысль в начале ХХ века, Тб., 1961;
  • Имедадзе В. К., Горький в Грузии, Тб., 1958; Летопись жизни и творчества А. М. Горького, т. 1–4, М., 1958–60.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 IMSLP — 2006.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. Kuznetsov S. Gor’ky, Maksim // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T033365
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  11. 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
  12. 12.0 12.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  13. 13.0 13.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедияЧувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
  14. 14.0 14.1 С. Венгеров Пешков, Алексей Максимович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1907. — Т. доп. IIа. — С. 497–502.
  15. 15.0 15.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118639293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. Gorki, Maxim // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 12. — P. 259.
  17. BD Gest'
  18. Eesti biograafiline andmebaas ISIK
  19. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  20. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 542–549. — ISBN 5-94848-245-6
  21. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  22. https://polka.academy/articles/615
  23. Горький М., Собр. соч. в тридцати томах, т. 25, ც. 414