Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                

ოსმალეთის იმპერია

ოსმალეთის იმპერია (ოსმ. „دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί“, Devlet-i Âliye-i Osmâniyye; თურქ. Osmanlı İmparatorluğu), ასევე ისტორიულად მოიხსენიებოდა, როგორც თურქეთის იმპერია ან თურქეთისუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს.[4] მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.[5][6][7]

ოსმალეთის იმპერია
ოსმ. „دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί“
თურქ. Osmanlı İmparatorluğu
იმპერია
1299–1923
დროშა გერბი
დევიზი
دولت ابد مدت
დევლეთ-ი ებედ-მიუდდეთ[1]
„სამარადისო სახელმწიფო“
ჰიმნი
ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ოსმალეთის იმპერიის ზრდისა და დაცემის ქრონოლოგიური რუკა 1300 წლიდან 1923 წლამდე
დედაქალაქი სოღუთი (1299-1326)
ბურსა (1326-1365)
ედირნე[2] (1365-1453)
კონსტანტინოპოლი[კ 1](1453-1922)
ენები ოსმალური, ქართული, სპარსული, ბოსნიური, ებრაული და სხვა
რელიგია ისლამი: სუნიზმი
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
(1299–1876)
(1878–1908)
(1918–1922)
კონსტიტუციური მონარქია
(1876–1878)
(1908–1918)
სულთანი
 -  1299–1326 ოსმან I (პირველი)
 -  1918–1922 მეჰმედ VI (ბოლო)
ხალიფა
 -  1362–1389 მურად I (პირველი)[3]
 -  1922–1924 აბდულმეჯიდ II (ბოლო)
დიდი ვეზირი
 -  1320–1331 ალაედინ ფაშა (პირველი)
 -  1920–1922 აჰმეთ ოკდაი (ბოლო)
საკანონმდებლო ხელისუფლება გენერალური ასამბლეა
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
ისტორია
 -  იმპერია შეიქმნა 27 ივლისი 1299
 -  უმეფობის ხანა 1402–1413
 -  1 კონსტიტუციური ერა 1876–1878
 -  2 კონსტიტუციური ერა 1908–1922
 -  გაუქმება[კ 2] 1 ნოემბერი 1922
 -  იმპერიის გაუქმება 29 ოქტომბერი 1923
 -  თურქეთის რესპუბლიკა 29 ოქტომბერი 1923
ფართობი
 -  1683 5 200 000 კმ² (2 007 731 მლ²)
 -  1914 1 800 000 კმ² (694 984 მლ²)
მოსახლეობა
 -  1856 წელი 35 350 000 
 -  1906 წელი 20 884 000 
 -  1912 წელი 24 000 000 
ვალუტა აკჩე, პარა, სულთანი, ქურუში, ლირა
წინამორბედი
მემკვიდრე
ბიზანტიის იმპერია
ყარამანის დინასტია
ბოსნიის სამეფო
ბულგარეთის მეორე იმპერია
სერბეთის იმპერია
უნგრეთის სამეფო
მამლუქების სასულთნო (კაირო)
ხორავატიის სამეფო (925–1102)
ჰოსპიტალიერთა ორდენი
ლეჟის ლიგა
რუმის სასულთნო
ტრაპიზონის იმპერია
მორეის დესპოტატი
ეპირის დესპოტატი
დობრუჟას დესპოტატი
დიდი ეროვნული კრების მთავრობა
პირველი ბერძნული რესპუბლიკა
ეგვიპტის სახედივო
ავსტრია-უნგრეთის მმართველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში
დირიის ემირატები
ალბანეთის დროებითი მთავრობა
რუმინეთის სამეფო
ბულგარეთის სამთავრო
ბრიტანეთის კვიპროსი
საფრანგეთის ალჟირი
ტუნისის ფრანგული პროტექტორატი
ქუვეითის შეიხდომი
მოტა
იტალიის ჩრდილოეთი აფრიკა
იემენის მუტავაკილიტური სამეფო
დღეს ამ ტერიტორიაზე

XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთი აზიის, კავკასიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს.[8] XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.

კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა.[9]

მისი ძლევამოსილების პერიოდში, XVI—XVII საუკუნეებში, იმპერიის ტერიტორია მოიცავდა ანატოლიას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზობელ რეგიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.

XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უნგრეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვაზე. რამდენიმეჯერ ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.

იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.

სიტყვა „ოსმალეთი“ მომდინარეობს იმპერიისა და მისი მმართველი ოსმანების (ოსმალების) დინასტიის დამფუძნებლის, ოსმან I-ის სახელიდან, რომელიც არაბული წარმოშობის სახელის სპარსული ფორმიდან, უტმანიდან (عثمان) წარმოსდგება. ოსმალურ ენაში იმპერიას უწოდებდნენ دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّه-ს (Devlet-i ʿAliyye-yi ʿOsmâniyye)[10] ან ოსმანლი დევლეთი-ს („ოსმალეთის სახელმწიფო“)[კ 3] თანამედროვე თურქულში სახელმწიფოს მოიხსენიებენ, როგორც ოსმანლი იმპარატორლუღუ (Osmanlı İmparatorluğu; „ოსმალეთის იმპერია“) ან ოსმანლი დევლეთი (Osmanlı Devleti; „ოსმალეთის სახელმწიფო“).

დასავლეთში გამოიყენებოდა როგორც „ოსმალეთის იმპერია“, ისე „თურქეთი“, თუმცა „თურქეთი“ ფორმალურთან ერთად არაფორმალურ სიტუაციებშიც გამოიყენებოდა[11] და შესაბამისად, უფრო ფართო გამოყენება ჰქონდა. ეს საკითხი საბოლოოდ 1920-1923 წლებში გადაიჭრა, როცა ანკარაში ახლადჩამოყალიბებულმა მთავრობამ თურქეთი სახელმწიფოს ერთადერთ ოფიციალურ სახელწოდებად დაამტკიცა.

რელიგიური უმცირესობები

რედაქტირება

ოსმალეთის მრავალეროვან სამეფოში, მუსლიმ ხალხთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანი და ებრაელი მრწამსის მიმდევრები. 1452 წელს, ებრაელი ისააკ ზარფატი, მიმართავდა ებრაელებს, რომ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში გადასულიყვნენ. ციტატა წერილიდან: „მე ისააკ ზარფატი, მოვუწოდებ ევროპულ ებრაულ მოსახლეობას, დატოვონ ქრისტიანული ევროპა და გადმოვიდნენ ოსმალეთის სამეფოში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი საკმარისია. აქ შეგიძლიათ შეიმოსოთ საუკეთესო ტანისამოსით… ნუთუ უკეთესი არ არის ისლამურ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე ქრისტიან ხალხში?“

XV საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის სამეფოს მოაწყდნენ ესპანეთიდან დევნილი ებრაელები, რომელთაც ესპანეთის მეფემ ფერდინანდ II და მისმა მეუღლემ იზაბელა I მხოლოდ ორი არჩევანის საშუალება მისცეს: ქრისტიანული მრწამსის აღიარება - , სხვა შემთხვევაში სამეფოს დატოვება.

დაახლოებით 400 000 ებრაელი, ეგრეთ წოდებული სეფარდიმები, გადმოვიდნენ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში. თავიანთი განათლებისა და ნიჭის წყალობით, მათ ჰქონდათ საშუალება ყოფილიყვნენ სულთანის ექიმები, მრჩევლები და ასევე მინისტრები სხვადასხვა საკითხებში.

ოსმალებმა ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა რელიგიური უმცირესობებისთვის „მილეტ“, რომლის წევრებიც ებრაული სინაგოგა და ქრისტიანული ეკლესიები იყვნენ. მათ დაუწესდათ წლიური გადასახადი, რომელიც მათი სახლების, სალოცავების და პირადი საკუთრების დასაცავდ იყო დაწესებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებედნენ. სახელი წარმოიშვა ბერძნული ფრაზიდან (ისტიმ ბოლინ), ეგურ დიალექტზე (ისტამ ბოლინ), რაც ნიშნავს „ქალაქში“, „ქალაქისკენ“, ან „ქალაქის ცენტრში“, თუმცა ოფიციალურად სახელი „ქუსტანტანია“ გამოიყენებოდა, რაც არაბულად „კონსტანტინეს ქალაქს“ ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს ეწოდა.
  2. მეჰმედ VI იყო ოსმალეთის უკანასკნელი სულთანი. 1922 წლის 17 ნოემბერს ის კონსტანტინოპოლიდან გამოაძევეს.
  3. XIX საუკუნიდან დაწყებული, სახელი ოსმანლი დევლეთი („ოსმალეთის სახელმწიფო”) პოპულარული გახდა ოსმალეთის მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს შორის. 1800 წლამდე სახელი ოფიციალურად არ გამოიყენებოდა, თუმცა ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მას არაფორმალურად იყენებდნენ მოქალაქეები.
  1. Ottoman Empire general information (2014-07-30).
  2. „1363 წელს ოსმალეთის დედაქალაქი გადატანილ იქნა ბურსადან ედირნეში, მიუხედავად ამისა, ბურსამ შეინარჩუნა სულიერი და ეკონომიკური მნიშვნელობა.“ოსმალეთის დედაქალაქი ბურსა. თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური საიტი. Retrieved 26 June 2013.
  3. Lambton, Ann; Lewis, Bernard (1995) The Cambridge History of Islam: The Indian sub-continent, South-East Asia, Africa and the Muslim west. Cambridge University Press, გვ. 320. ISBN 9780521223102. 
  4. Ottoman Empire. Britannica Online Encyclopedia. ციტირების თარიღი: 11 February 2013.
  5. The A to Z of the Ottoman Empire, by Selcuk Aksin Somel, 2010, p.179
  6. The Ottoman Empire, 1700–1922, Donald Quataert, 2005, p.4
  7. The Grove Encyclopedia of Islamic Art and Architecture: Delhi to Mosque, Jonathan M. Bloom, Sheila Blair, 2009. p.82
  8. Ottoman Empire. Oxford Islamic Studies Online (6 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 26 August 2010.
  9. Mikhail, Alan (2011). Nature and Empire in Ottoman Egypt. Cambridge University Press, გვ. 7. ISBN 978-1-139-49955-2. ციტირების თარიღი: 11 June 2013. 
  10. Ottoman banknote with Arabic script. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 26 August 2010.
  11. For instance, in the Treaty of Bern of October 1874 establishing the General Postal Union (soon to become the Universal Postal Union), only the term Turquie (Turkey) is used.