Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                

ჯანსუღ ჩარკვიანი

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩარკვიანი.

ჯანსუღ ჩარკვიანი (დ. 30 სექტემბერი 1931, სურმუში, ცაგერის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 6 ნოემბერი, 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი.

ჯანსუღ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1931(1931-09-30)
დაბადების ადგილი სურმუში, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 2017(2017-11-06) (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი
შვილ(ებ)ი თაკო ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში“. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი“ (1970), „დიდი ნათელი“ (1980), „ერთტომეული“ (1981), „რჩეული პოემები“ (1983), „მე და შენ“ (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!“ (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-1963 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-1967 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-1977 წლებში – ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი, 1977-1987 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას“ მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის“ პრეზიდენტი.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-1984 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

გარდაიცვალა 2017 წლის 6 ნოემბერს, 86 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება