Dragon 2
Dragon 2 (ასევე: Crew Dragon, Dragon V2) — ამერიკული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის კლასი, რომელიც შეიმუშავა და აწარმოებს კომპანია SpaceX და არის სატვირთო კოსმოსური ხომალდის, Dragon 1-ის მემკვიდრე. ხომალდი წარმოდგენილია ორ ვარიანტში: Crew Dragon – პილოტირებადი კაფსულა ადამიანებისთვის, რომელსაც შვიდამდე ასტრონავტის გადაზიდვა შეუძლია, და Cargo Dragon – სატვირთო ხომალდი თავდაპირველი Dragon 1-ის ჩასანაცვლებლად.
Dragon 2 | |
---|---|
SpaceX Demo-2 მისიის ფარგლებში ხომალდი Crew Dragon სადგურთან შეპირისპირების საბოლოო ტრაექტორიაზე | |
ალტერნატიული დასახელება | Dragon V2 |
ოპერატორი |
SpaceX NASA |
ორბიტები | დედამიწის საყრდენი ორბიტა |
სტატუსი | გამოიყენება |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | SpaceX |
ცარიელის მასა | 6 350 კგ |
დატვირთულის მასა | 13 ტონამდე |
ზომები |
დიამეტრი: 4 მ სიმაღლე: 8.1 მ გვერდის კუთხე: 15° |
ექსპედიცია | |
კოსმოსური სადგური | საერთაშორისო კოსმოსური სადგური |
ეკიპჟი | |
ეკიპაჟის რაოდენობა | მაქსიმალური: 7 (NASA-ს პროგრამის ფარგლებში ეკიპაჟი 4 ასტრონავტით შემოიფარგლება) |
Dragon 2-ის გაშვება ხორციელდება Falcon 9 Block 5 რაკეტის თავზე დამონტაჟებულად, ხოლო დედამიწაზე კაფსულა ბრუნდება პარაშუტების დახმარებით ოკეანეში დაშვებით. წინამორბედისგან განსხვავებით, Dragon 2-ს შეუძლია საკუთარი თავი მიაერთოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, მაშინ როცა Dragon 1-ს ესაჭიროება სადგურის რობოტიზებული მკლავით დაჭერა და ამგვარად სადგურთან შესაერთებლად მიყვანა. Crew Dragon აღჭურვილია ავარიული თავდაღწევის ჩაშენებული სისტემით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხომალდის გვერდებში ჩადგმული ოთხი საქშენისა და თითოეულ მათგანში არსებული წყვილი SuperDraco-ს ტიპის ძრავის დახმარებით ხომალდს 11.8 მ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს მზიდი რაკეტისაგან ხომალდის უსაფრთხო მანძილზე მოსაშორებლად. თავდაპირველი Dragon-ისგან განსხვავებით, მას აქვს გადამუშავებული მზის პანელები, მოდიფიცირებული გარემოხაზულობა, ახალი ავიონიკა და საფრენოსნო კომპიუტერული სისტემები. 2020 წლის მარტის მდგომარეობით წარმოებულია ოთხი ერთეული Dragon 2 (სატესტო ეგზემპლარების გარდა) — მათ შორის სატესტო Dragonfly და ოთხი საფრენი მანქანა, რომელთაგან ერთი განადგურდა ძრავის ტესტირების დროს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mike Wall. SpaceX Confirms Dragon Capsule Was Destroyed in Test 'Anomaly', Could Affect Crew Launches. space.com. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.