Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                

ZeniMax Media

ამერიკელი მედიაკომპანია

ZeniMax Media Incამერიკული მედია კომპანია, რომელიც ქმნის და გამოსცემს თამაშებს მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით. მის საკუთრებაში შედის შემდეგი კომპანიები: id Software (Doom, Quake და Wolfenstein-ის შემქმნელი), Bethesda Game Studios (The Elder Scrolls, Fallout 3 და Fallout 4-ის შემქმნელი), Arkane Studios (Arx Fatalis, Dark Messiah of Might and Magic-სა და Dishonored-ის შემქმნელი), MachineGames (Wolfenstein: The New Order-სა და Wolfenstein: The Old Blood-ის შემქმნელი)[2] და ZeniMax Online Studios. ZeniMax Media Inc.-ის შტაბ-ბინა მდებარეობს როკვილში, მერილენდის შტატში, რომლის ოფისები განლაგებულია ჩრდ. ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიაში.[3]

ZeniMax Media Inc.
ტიპი კერძო კომპანია
დარგი ინტერაქტირული გართობა
ვიდეო თამაშები
დაფუძნდა მაისი, 1999
დამაარსებელი კრისტოფერ უივერი
რობერტ ა. ოლტმენი
სათავო ოფისი როკვილი, მერილენდი, აშშ
მმართველი
ჯეიმზ ლ. ლედერი (აღმასრულებელი დირექტორი)
პროდუქცია Doom
Quake
The Elder Scrolls
Fallout
Wolfenstein
Rage
Dishonored
მფლობელი Microsoft Gaming
თანამშრომელი 600[1]
შვილობილ(ებ)ი Bethesda Softworks
Bethesda Game Studios
ZeniMax Online Studios
id Software
Arkane Studios
MachineGames
Bethesda Game Studios Austin
საიტი zenimax.com

2007 წელს ZeniMax Media დაახლოებით 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.[4][5] 2021 წლის 9 მარტს Microsoft-მა ZeniMax Media 7.5 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.[6]

ZeniMax Media დაარსებული იქნა 1999 წლის მაისს, Bethesda Softworks-ის დამფუძნებლის კრისტოფერ უივერისა (ენგლ.: Christopher Weaver) და რობერტ ა. ოლტმენის ინგლ.Robert A. Altman) მიერ.[7] კრისტოფერმა ალტმანი დანიშნა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. თავდაპირველად, კრისტოფერი 1992-2002 წლებში მსახურობდა კომპანიის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა 2002 წლიდან შეეშვა კომპანიის საქმიანობას.

2004 წელს ZeniMax-მა Interplay Entertainment-სგან შეიძინა Fallout ფრენჩაიზის საავტორო უფლებები.[8]

2010 წლის 6 ოქტომბერს ZeniMax-მა მიიღო $150 მილიონი კერძო ინვესტიცია Providence Equity Partners-ისგან.[9] Providence-ის მიერ ადრეც იქნა დაფინანსებული ZeniMax $300 მილიონის რაოდენობით.[10] Providence Equity Partners ფლობს ZeniMax Media-ის 25 %-იან წილს.[11][12]

2007 წლის 1 აგვისტოს, ZeniMax-მა განაცხადა კომპანია ZeniMax Online Studios-ის შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებდა მეტ ფირორი. 2012 წელს კომპანიამ გააკეთა ანონსი The Elder Scrolls Online-ის შექმნაზე, რომელიც გამოსული იქნა 2014 წლის 4 აპრილს.[13]

2007 წლის 30 ოქტომბერს ZeniMax-მა განაცხადა, რომ ევროსამაუწყებლო ჯგუფ ProSiebenSat.1 Media-სთან აძლიერებდა ურთიერთობას. დეკემბერში გაშვებული იქნა ვებ-საიტი SevenGames.com. ProSiebenSat.1 Media მუშაობს ZeniMax-თან ერთად ონლაინ თამაშების შემუშავებაზე. ProSiebenSat.1 Media ფლობს 9%-იან წილს SBS Broadcasting Group-ის ჩათვლით, რომელიც შეიძინა იმავე წელს.[14][15][16]

2009 წლის სექტემბერში ZeniMax-მა მოიპოვა უფლებები Prey-ის ფრენჩაიზზე.[17]

2009 წლის დეკემბერში კომპანიამ მოიპოვა უფლებები Rage-ზე, რომელიც უნდა გამოცემულიყო Electronic Arts-ის მიერ,[18] თუმცა გამოცემული იქნა ბეთესდას მიერ.

20011 წლის 3 მარტს ZeniMax-მა გამოაცხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.[19][20]

2014 წელს ZeniMax-მა გაუგზავნა წერილი Facebook-სა და Oculus VR, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროექტ Oculus Rift-არის ZeniMax-ის ინტელექტუალური საკუთრება და სწორედ ZeniMax-მა შეიმუშავა Oculus-ისთვის სათანადო ტექნოლოგიები და ასევე დასძინა, რომ დაეხმარა პროდუქტი გამხდარიყო სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნადი ბაზარზე.

2014 წლის 21 მაისს ZeniMax-მა შეიტანა სარჩელი სასამართლოში Oculus VR-ის წინააღმდეგ,[21][22] ხოლო 2014 წლის 25 ივნისს Oculus-მა საპასუხო სარჩელი შიტანა. იგი აცხადებდა, რომ ZeniMax იბრალდებდა პროდუქტის საკუთრების უფლებას და ასევე აცხადებდა, რომ Zenimax არანაირი წვლილი არ შეუტანია ოკულუსის განვითარებაში.

შვილობილი კომპანიები

რედაქტირება

დეველოპერი სტუდიები

რედაქტირება
  • Bethesda Softworks; დაარსდა 1986 წელს. შეისყიდა 1999 წელს.
    • Bethesda Game Studios, დაარსდა 2002 წელს.
      • Bethesda Game Studios Austin, დაარსდა 2012 წლის ოქტომბერს როგორც BattleCry Studios.[23] ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 2018 წელს.[24]
      • Bethesda Game Studios Dallas; დაარსდა 2007 წელს როგორც „Escalation Studios“. შეისყიდა 2017 წელს. ამჟამინდელი სახელი ეწოდა 2018 წელს.[25]
      • Bethesda Game Studios Montreal; დაარსდა 2015 წელს.[26]
  • ZeniMax Online Studios, დაარსდა 2007 წელს.
    • ZeniMax Online Studios Hungary; დაარსდა 2004 წელს როგორც „Nemesys Games“. შეისყიდა 2022 წელს.[27]
  • id Software, შეძენილი იქნა 2009 წლის ივნისს.[28]
    • id Software Frankfurt; დაარსდა 2015 წელს.
  • Arkane Studios, შეძენილი იქნა 2010 წლის აგვისტოს.
  • MachineGames, შეძენილი იქნა 2010 წლის ნოემბერს.[29]

დახურული კომპანიები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Providence Equity Partners executive says video-game industry is 'challenging'. Techzone360.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2012-10-18.
  2. Buyout brings birth of ZeniMax Sweden – report | Game Development | News by Develop. Develop-online.net (5 ნოემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  3. ZeniMax Media Company Profile. Zenimax.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  4. RR Donnelley Private Equity. Docstoc.com. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  5. ProSiebenSat.1 hold talks with US game producer ZeniMax. Telecompaper (2 ნოემბერი, 2007). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  6. Warren, Tom. (March 9, 2021) Microsoft completes Bethesda acquisition, promises some Xbox and PC exclusives. ციტირების თარიღი: October 14, 2023
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  8. Facing Fallout - Edge Magazine. Next-gen.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  9. ZeniMax Online Studios. Zenimax.com (6 ოქტომბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  10. ZeniMax Online Studios. Zenimax.com (October 25, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2011. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  11. ZeniMax Media Buys DOOM Maker | peHUBpeHUB. Pehub.com (25 ივნისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  12. Providence Backs ZeniMax Media | peHUBpeHUB. Pehub.com (26 ოქტომბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  13. ZeniMax Media Inc. Zenimax.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  14. Meza, Ed. (30 ოქტომბერი, 2007) ProSieben tightens hold on ZeniMax. Variety. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  15. Global Finance and the Development of Regional Clusters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-01. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  16. ProSiebenSat.1 Group strengthened Games activities / involvement in US game producer ZeniMax[მკვდარი ბმული]
  17. Bailey, Kat. (September 8, 2009) ZeniMax Media Acquires Rights To 'Prey'. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2012. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2010.
  18. Purchese, Robert. (15 დეკემბერი, 2009) Bethesda takes Rage from EA. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2010.
  19. ZeniMax Media announces partnership with USC School of Cinematic Arts. zenimax.com (3 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2014.
  20. Bethesda developers to lecture at USC | Bethesda Blog. Bethblog.com (3 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-29. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  21. Oculus and Facebook face legal challenge from John Carmack's former employer. The Verge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2014.
  22. One document could decide whether Oculus owes ZeniMax millions. The Verge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2014.
  23. Welcome to Battlecry Studios! | Bethesda Blog. Bethblog.com (3 ოქტომბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  24. Grandstaff, Matt. (October 3, 2012) Welcome to Battlecry Studios! | Bethesda Blog. Bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2012. ციტირების თარიღი: October 18, 2012.
  25. Escalation Studios Is Now Bethesda Game Studios Dallas (August 10, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2018. ციტირების თარიღი: August 10, 2018
  26. Bethesda Game Studios Opens Montreal Office. ZeniMax.com (December 9, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2016. ციტირების თარიღი: July 20, 2016
  27. 27.0 27.1 Bethesda Quietly Acquired Nemesys Games Last Year, Now ZeniMax Online Studios Hungary. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 22, 2023. ციტირების თარიღი: April 19, 2023.
  28. Remo, Chris. (June 24, 2009) Bethesda Parent ZeniMax Acquires id Software. Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2012. ციტირების თარიღი: June 24, 2009
  29. Gilbert, Ben. (5 ნოემბერი, 2010) Machinegames purchased by ZeniMax Media, becomes ZeniMax Sweden. Joystiq. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2010.
  30. McAloon, Alissa. (October 24, 2019) Bethesda looks to bolster its mobile game offerings with Alpha Dog Games acquisition. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 31, 2019. ციტირების თარიღი: October 31, 2019.
  31. Sinclair, Brendan. (October 24, 2019) Bethesda acquires Alpha Dog. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 28, 2019. ციტირების თარიღი: October 28, 2019.
  32. Prey developer Human Head shuts down, is acquired by Bethesda (November 11, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2019.
  33. 33.0 33.1 33.2 Yin-Poole, Wesley. (2024-05-07) Microsoft Closes Redfall Developer Arkane Austin, Hi-Fi Rush Developer Tango Gameworks, and More in Devastating Cuts at Bethesda en. ციტირების თარიღი: 2024-05-07.
  34. SBS Broadcasting SA Announces Major European Internet Initiatives; SBS Invests in Bidlet and Partners with Sweden's Largest Auction Site. - Free Online Library. Thefreelibrary.com (17 ნოემბერი, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2013.
  35. McNamara, Marie. (September 7, 1998) Managing to be creative in the business of fun. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 8, 2019. ციტირების თარიღი: June 28, 2020.
  36. PAX Aus – Pete Hines Storytime Keynote. Bethesda Softworks. November 24, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან June 3, 2020-ში. https://web.archive.org/web/20200603164935/https://www.youtube.com/watch?v=MCYICHizwao. წაკითხვის თარიღი: June 28, 2020.
  37. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-12. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  38. Grandstaff, Matt. (October 28, 2010) Tango Gameworks, led by Resident Evil creator Shinji Mikami, joins ZeniMax | Bethesda Blog. Bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 28, 2015. ციტირების თარიღი: October 18, 2012.
  39. http://www.linkedin.com/profile/view?id=55852656&authType=name&authToken=IteG&trk=prof-sb-browse_map-name
  40. Reportage sv (1990). ციტირების თარიღი: November 15, 2022.
  41. Det Er Ganske Vist da (1989). ციტირების თარიღი: November 15, 2022.
    მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ZeniMax_Media&oldid=4713578“-დან