Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

გვარინო გვარინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვარინო გვარინი (დ. 17 იანვარი, 1624, მოდენა — გ. 6 მარტი, 1683, მილანი) — იტალიელი არქიტექტორი, იტალიური ბაროკოს თვალსაჩინო წარმომადგენელი.

მუშაობდა რომში, მოედენაში, მესინაში, პარიზში, 1666 წლიდან კი ტურინში. ტურინში მან ააგო კაპელა სანტა-სინდონე (1668), კარინიანოს სასახლე (1679), სან-ლორენცოს ეკლესია (1668-1687), სასახლე კარლო ემანუელე II-ისთვის.