Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ვისკონტების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილანელი ვისკონტების გერბი ვიჯევანოს ციხესიმაგრეში

ვისკონტები — ორი არისტოკრატული წარმოშობის გვარი შუა საუკუნეების იტალიაში:

  1. XII საუკუნეში პიზას რესპუბლიკაში მცხოვრები გვარი, რომლებმაც სახელი გაითქვეს ჯერ პიზაში და შემდეგ სარდინიაში, სადაც მათი წარმომადგენლები გახდნენ გალურას მმართველები.
  2. მილანის მმართველი დინასტია 1277—1447 წლებში.

მილანელი ვისკონტები არის უფრო ცნობილი იდრე პიზელი და სარდინიელი ვისკონტები. ერთი გვარის მქონე ორ ოჯახს შორის საწყისი ნათესაური კავშირი ვერ მოიძებნა, სარდინიელი ვისკონტების გერბზე გამოსახულია მამალი, ხოლო მილანელი ვისკონტების გერბზე გველი, რომელიც ყლაპავს ჩვილს.

ვისკონტების გვარის ცნობილ წარმომადგენელთა რიცხვს მიეკუთვნება რომის პაპი გრიგოლ X და კინორეჟისორი ლუკინო ვისკონტი.

პიზელი და სარდინიელი ვისკონტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სარდინიელი ვისკონტების გერბი

პირველი ვისკონტი მოიხსენიება პიზაში, ეს იყო ვინმე პატრიცი ალბერტო. მისი შვილი ელდიციო ატარებდა პატრიციას და კონსულის ტიტულს 1184-1185 წლებში, ხოლო შვილიშვილები ლამბერტო და უბალდო I პიაზასა და სარდინიაში იყვნენ ძალაუფლების მწვერვალზე.

1212 წელს პიზაში იყო სრული ანარქია და სხვადასხვა დაჯგუფებები იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის. 1213 წლის იანვრის შუა რიცხვებში გიერმო I სათავეში ჩაუდგა ვისკონტების წინააღმდეგ კოალიციას, რომელმაც ქალაქ მასასთან ბრძოლაში დაამარცხა ქალაქ ლუკას და უბალდო ვისკონტის მოკავშირეთა ძალები. შემდეგ პიზა გაყოფილი იქნა ოთხ «რექტორს» შორის, მათ შორის ერთ-ერთი იყო ვისკონტები. სარდინიელი ვისკონტები აგრძელებდნენ მონაწილეობის მიღებას პიზას პოლიტიკურ ცხოვრებაში საუკუნის დასასრულამდე, მაგრამ ქალაქ მასასთან ბრძოლის შემდეგ მათი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვისკონტები — გალურის მმართველები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ლამბერტო (1207—1225)
  2. უბალდო (1225—1238)
  3. იოანი (1238—1275)
  4. ნინო (1275—1298)
  5. იოანა (1298—1308)

მილანელი ვისკონტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მილანელი ვისკონტების გერბი

მილანელი ვისკონტების დინასტიის რეალური დამაარსებელი იყო არქიეპისკოპოსი ოტონე ვისკონტი, რომელმაც 1277 წელს ქალაქზე კონტროლი წაართვა დელა ტორეს ოჯახს. ვისკონტების დინასტია მართავდა მილანს რენესანსის პერიოდიდან — თავიდან, როგორც უბრალო მმართველები, ხოლო ძლევამოსილ ჯან გალეაცო ვისკონტის (1351—1402) (რომელმაც თითქმის შეძლო ჩრდილოეთ იტალიის და ტოსკანის გაერთიანება) მოსვლის შემდეგ — ჰერცოგების რანგში. ვისკონტების დომინირება ქალაქზე დასრულდა ფილიპო მარია ვისკონტის სიკვდილთან ერთად 1447 წელს.

ვისკონტები — მილანის მმართველები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ოტონე ვისკონტი, მილანის არქიეპისკოპოსი (1277—1294)
  2. მატეო I ვისკონტი (1294—1302; 1311—1322)
  3. გალეაცო I ვისკონტი (1322—1327)
  4. აცონე ვისკონტი (1329—1339)
  5. ლუკინო ვისკონტი (1339—1349)
  6. ჯოვანი ვისკონტი (1339—1354)
  7. ბერნაბო ვისკონტი (1354—1385)
  8. გალეაცო II ვისკონტი (1354—1378)
  9. მატეო II ვისკონტი (1354—1355)
  10. ჯან გალეაცო ვისკონტი (1378—1402) (მილანის პირველი ჰერცოგი)
  11. ჯან მარია ვისკონტი (1402—1412)
  12. ფილიპო მარია ვისკონტი (1412—1447)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]