კომელინასებრნი
იერსახე
კომელინასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Tradescantia | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Commelinaceae | ||||||||||||||
|
კომელინასებრნი (ლათ. Commelinaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახებია, აქვთ შეფოთლილი დამუხლული ღერო, აქტინომორფული ან ზოგჯერ ზიგომორფული ორსქესიანი ყვავილები.
ოჯახში 40 გვარია და 500-ზე მეტი, სხვა მონაცემებით 1000-მდე სახეობა. გავრცელებულია ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 2 გვარია ცნობილი — კომელინა, რომელიც საქართველოშიც ორი სახეობით გვხვდება როგორც სარეველა, და ანეილემა (მხოლოდ 1 სახეობა იზრდება შორეულ აღმოსავლეთში). ტრადესკანცია, ზებრინა, სპირონემი და სხვა. აგრეთვე დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 602.