მოდენა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მოდენა Modena | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ემილია-რომანია | ||||
კოორდინატები | 44°39′00″ ჩ. გ. 10°56′00″ ა. გ. / 44.65000° ჩ. გ. 10.93333° ა. გ. | ||||
ფართობი | 182.7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 34 მ | ||||
მოსახლეობა | 183 069 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1,002 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 059 | ||||
საფოსტო ინდექსი | 41100 | ||||
საავტომობილო კოდი | MO | ||||
ოფიციალური საიტი | comune.modena.it | ||||
მოდენა — ქალაქი და კომუნა იტალიაში, მდებარეობს ემილია-რომანიის რეგიონის მოდენის პროვინციაში, პოს დაბლობის სამხრეთ ნაწილში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 183 069 ადამიანს შეადგენს.
დღეს მოდენა ყველასათვის ცნობილია როგორც „მანქანების დედაქალაქი", ვინაიდან აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი იტალიური სპორტული მანქანების საწარმოები, როგორებიცაა: ფერარი, დე-ტომაზო, ლამბორჯინი, პაგანი და მაზერატი.
ქალაქში არსებობს 1175 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც 1686 მოდენის ჰერცოგმა ფრანჩესკო II-მ გააფართოვა. უნივერსიტეტი ტრადიციულად ძლიერი იყო ეკონომიკურ, სამედიცინო და სამართლის მეცნიერებებში.
საქვეყნოდაა ცნობილი მოდენის კულინარია, განსაკუთრებით მისი ბალზამირებული ძმარი.
მოდენა არაერთი ცნობილი ადამიანის მშობლიური ქალაქია, მათ შორის არიან: მარია მოდენელი - ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის მეუღლე, ლუჩანო პავაროტი - საოპერო ტენორი, მიერლია ფრენი - საოპერო სოპრანო, ენცო ფერარი - ფერარის საავტომობილო კომპანიის დამფუძნებელი და სხვები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის ოფიციალური ტურისტული საიტი დაარქივებული 2009-04-10 საიტზე Wayback Machine.
- Teatro Communale information from the Modena website დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- Introduction to Modena cathedral, illustrated[მკვდარი ბმული]
- Description of the cathedral დაარქივებული 2004-03-16 საიტზე Wayback Machine.
- Modena Photo Gallery დაარქივებული 2009-06-29 საიტზე Wayback Machine.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 827 ინგლ. • რუს. • ფრ. |