Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

პეტრე III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე III
Пётр III
სრულიად რუსეთის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 5 იანვარი 1762
მმართ. დასასრული: 9 ივლისი 1762
წინამორბედი: ელისაბედ I
მემკვიდრე: ეკატერინე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 თებერვალი, 1728
დაბ. ადგილი: კილი
გარდ. თარიღი: 17 ივლისი, 1762 (34 წლის)
გარდ. ადგილი: როპშა, რუსეთის იმპერია
მეუღლე: ეკატერინე II
შვილები: პავლე I
დინასტია: რომანოვები
მამა: კარლ ფრედერიკი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა: ანა პეტროვნა

პეტრე III (დ. 21 თებერვალი, 1728, კილი, გერმანია — გ. 17 ივლისი, 1762, როპშა, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად) — რუსეთის იმპერატორი 1761–1762 წწ. პეტრე I-ის ქალიშვილის ანა პეტრეს ასულისა და ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგის ვაჟი. 1742 წელს იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა იგი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1745 წელს პეტრე III შეუღლდა პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტთან (მომავალი იმპერატრიცა ეკატერინე II). პეტრე III იყო პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ის თაყვანისმცემელი. რუსეთის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის გამო პეტრე III ტახტიდან ჩამოაგდეს და როპშაში ჩასვეს, სადაც ეკატერინეს ბრძანებით მოკლეს.

წინამორბედი:
ელისაბედ I
რუსეთის იმპერეტორები
1762 - 1762
შემდეგი:
ეკატერინე II