საიმალუუ-ტაში
იერსახე
საიმალუუ-ტაში — პეტროგლიფებით ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი ყირგიზეთის სოფელ ქაზარმანის სამხრეთით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა პეტროგლიფების დიდი ოდენობა. პეტროგლიფების შესწავლით დაკავებულია ბიშკეკის არქეოლოგიის ინსტიტუტი.
2001 წელს ჯალალაბადის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, თოღუზ-თოროს რაიონში, მდინარე კურარტის ხეობაში დაარსდა ამავე სახელწოდების ეროვნული პარკი. ფართობი - 32 000 ჰა. პარკში დაცულია უნიკალური მრავალრიცხოვანი პეტროგლიფები, რომელსაც გააჩნია უდიდესი კულტურული და ისტორიული ღირებულება[1].
2001 წლის 29 იანვრიდან ეროვნული პარკი წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში კანდიდატად[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ყირგიზეთის ნაკრძალები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-13. ციტირების თარიღი: 2016-01-04.
- ↑ საიმალუუ-ტაში
|