სტეროიდები
იერსახე
სტეროიდები — ლიპიდები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ოთხი შერწყმული რგოლისაგან შემდგარი ნახშირბადოვანი ჩონჩხი. სხვადასხვა სტეროიდები განსხვავდებიან რგოლების ანსამბლზე მიმაგრებული ფუნქციონალური ჯგუფების მიხედვით.
ერთ-ერთი ცნობილი სტეროიდი — ქოლესტერინი, ცხოველური უჯრედის მემბრანის გავრცელებული კომპონენტია და ამავე დროს, იგი არის წინამორბედი, რომლისგანაც სხვა სტეროიდები სინთეზდებიან. მრავალი ჰორმონი, ხერხემლიანთა სასქესო ჰორმონების ჩათვლით, ქოლესტერინიდან წარმოქმნილი სტეროიდებია. ასე, რომ ქოლესტერინი ცხოველებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოლეკულაა, თუმცა, სისხლში მისი კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება ათეროსკლეროზი გამოიწვიოს. ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებენ ქოლესტერინის დონეზე მოქმედების გამო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, „ბიოლოგია“, VII გამოცემა, გვ. 96, თბ., 2009 წელი