სტრადე-ნუოვე
გენუა, სტრადე-ნუოვე და პალაცი-დეი-როლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
სტრადე-ნუოვეს გრაფიკული გამოსახულება | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | (ii) (iv) |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°24′44″ ჩ. გ. 8°55′52″ ა. გ. / 44.41222° ჩ. გ. 8.93111° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 1211 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1211 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სტრადე-ნუოვე (იტალ. Strade Nuove) — იტალიაში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ურბანული გზების იმ ნიმუშებს, რომლებიც ქალაქ გენუაში XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა.
გზების ერთობლიობა ძირითადად შედგება შემდეგი გზატკეცილებისგან: ვია-გარიბალდი, ვია-ბალბი და ვია-კაიროლი. სისტემა გენუის მდიდარი ოჯახების იერაა აშენებული.
მაღალი არქიტექტურული ღირებულების პირველი სტრადა-ნუოვა, ამჟამად სტრადა-გარიბალდი 1551—1583 წლებში არქიტექტორმა გალეაცო ალესიმ ააშენა. იგი ძველი ქალაქის თავში მდებარეობს, საიდანაც მისი პანორამული ხედი იშლება. იმჟამად ის გენუის მმართველი ელიტის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1601—1618 წლებში, პირველის მოდელზე მეორე სტრადა-ნუოვა, ამჟამად ვია-ბალბი აშენდა, 1778—1786 წლებში კი მესამე, ბოლო გზა ვია-კაიროლი.
2006 წელს, სტრადე-ნოუვე გენუის ძველ ნაწილსა და სასახლეების კომპლექს პალაცი-დეი-როლისთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი იუნესკოს საიტზე
- Base de données des édifices du centre historique de Gênes recensés par nom de rue. დაარქივებული 2014-05-26 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)