Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

გიორგი წერეთელი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, გიორგი ექვთიმეს ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
ტერმინს „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.
გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი 14 (26) მაისი, 1842
დაბადების ადგილი გორისა, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 (24) იანვარი, 1900 (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus პირველი ნაბიჯი
შვილ(ებ)ი ირაკლი გიორგის ძე წერეთელი და ელენე წერეთელი

გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი (დ. 26 მაისი [ძვ. სტ. 14 მაისი], 1842, გორისა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 24 იანვარი [ძვ. სტ. 12 იანვარი], 1900, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მისი შვილი ირაკლი წერეთელი იყო ცნობილი პოლიტიკოსი.

დაიბადა შეძლებული აზნაურისა და სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და მამა იძულებული გახდა გაეძიძებინა. ასე მოხვდა ყმაწვილი სამეგრელოში, სადაც გაატარა ბავშვობა. სწორედ ამან განაპირობა მისი ფსევდონიმი — „მაზაკვალის“ (მზაკველი-გამთვალავი) არჩევა.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. პირადად იცნობდა ნ. ჩერნიშევსკის. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.

60-იან წლებში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და გახდა „თერგდალეულთა“ ერთ-რთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ „კვალს“. მის თხზულებებს მიეკუთვნება: „პირველი ნაბიჯი“, „გულქანი“, „რუხი მგელი“, ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ვაშაყმაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 305-306.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 402, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]