ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
დაეთანხმეთ დაჯავშნის მოთხოვნებს, ან წინასწარ დაადასტურეთ დაჯავშნით დაინტერესებები, მათი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, რომ სტუმრებისთვის შეთავაზებული საცხოვრებელი დაჯავშნილი გქონდეთ.
ჩვენ მოგიმზადეთ რჩევები ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებით, რომლებიც არა მხოლოდ საცხოვრებლის წარმოჩენაში, არამედ სტუმრებისთვის დაჯავშნამდე სათანადო მოლოდინის შექმნაში დაგეხმარებათ.
მასპინძლის გაცნობითი ბარათი ეხმარება სტუმრებს, უკეთ გაგიცნონ — შეიტყონ, რა მოგწონთ, რას ანიჭებთ უპირატესობას მასპინძლობისას და რა კუთხით იქნება განსაკუთრებული თქვენთან სტუმრობა.
განცხადების გასაზიარებლად შეგიძლიათ საკუთარ ვებსაიტზე ჩასვათ გადასახედი ვერსია. ამგვარად, იმ ადამიანებსაც მიაწვდენთ ხმას, რომლებიც საცხოვრებელს Airbnb‑ს პლატფორმის მიღმა ეძებენ.
თუ გაინტერესებთ, ხვდება თუ არა თქვენი განცხადება ძიების შედეგებში, დააკვირდით ნახვების რაოდენობას, რომელიც მოცემულია განცხადებისთვის მომზადებულ სტატისტიკაში.