ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
თუ გაინტერესებთ, რა დაჯდება თქვენ მიერ განთავსებულ საცხოვრებელში სტუმრობა, გადადით განცხადების კალენდარზე, მონიშნეთ თარიღები, შემდეგ კი დაწკაპუნებით ან შეხებით აირჩიეთ „სტუმრის მიერ ჯამში გადასახდელი“.
გონივრული ფასწარმოქმნის მეშვეობით ფასები შეგიძლიათ დააწესოთ იმგვარად, რომ ისინი ავტომატურად აიწევს ან დაიწევს მსგავს საცხოვრებლებზე მოთხოვნის მიხედვით.
სტიქიური უბედურებების ან საგანგებო სიტუაციების მსგავს ვითარებებში ფასების მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილებისა და ადგილობრივ კანონებთან შესაბამისობის მიზნით, გონივრული ფასწარმოქმნა, შესაძლოა, დროებით გამოვრთოთ.
ჯავშნის დადასტურებისას დაკისრებული მომსახურების გადასახადი გვეხმარება Airbnb‑ს შეუფერხებელ მუშაობასა და ჩვენ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებთან თუ მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.
დასუფთავების გადასახადის მეშვეობით მასპინძლები ფარავენ იმ დამატებით ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია საცხოვრებლის მომზადებასთან სტუმრობამდე ან მის შემდეგ.
თუ შინაური ცხოველების გადასახადის დაწესებას აირჩევთ, მისი ოდენობა პროპორციულად გაიყოფა სტუმრობის ხანგრძლივობის მიხედვით, ხოლო ანგარიშსწორებისას ის გათვალისწინებული იქნება როგორც ერთი ღამის ფასში, ისე ჯამურ ღირებულებაში.
თუ პოტენციური სტუმარი დაჯავშნამდე მოგწერთ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ინდივიდუალური ფასი დაუწესოთ ან სხვა ტიპის სპეციალური შეთავაზება გაუკეთოთ — ყველაფერი ეს პირდაპირ მიმოწერიდან.
ეს წესები და პირობები ვრცელდება მასპინძლებზე, რომლებიც სტუმრებს საცხოვრებელს ფასდაკლებით სთავაზობენ („ფასდაკლების შეთავაზების წესები მასპინძლებისთვის“).
ვინაიდან ვცდილობთ, მხოლოდ ის ფასები გამოვყოთ, რომლებიც სტუმრებისთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება, ინდივიდუალური პრომოაქციის დაწესება ყველა თარიღში ვერ მოხერხდება.
პრომოაქციების სახით სტუმრებს ნამდვილ ფასდაკლებებს ვთავაზობთ, რაც ნიშნავს, რომ ახალი ფასი იმავე თარიღისთვის თქვენ მიერ დაწესებულ სტანდარტულ ფასზე დაბალი უნდა იყოს.
ფასდაკლების სტილი (შემცირებული ფასის ნიშანი, გადახაზული ფასი და ა.შ.), შესაძლოა, განსხვავებულად აისახოს ზოგიერთ გეოგრაფიულ წერტილში მცხოვრები სტუმრებისთვის, თუ აღნიშნულს ადგილობრივი წესები მოითხოვს.
საცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები და პრომოაქციები, თუმცა ყოველი სტუმრობისთვის შესაძლებელია მხოლოდ ერთი შემოთავაზებით სარგებლობა.