მიურეი ბუკჩინი
მიურეი ბუკჩინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1921 ნიუ იორკი |
გარდაცვალების თარიღი |
30 ივლისი, 2006 (85 წლის) ბარლინგტონი |
ეროვნება | ამერიკელი |
ეთნიკურად | ებრაელი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, პოლიტიკის ფილოსოფოსი, სოციალური თეორეტიკოსი, ორატორი. |
ცნობილი ნაშრომები |
ჩვენი სინთეტური გარემო პოსტდეფიციტური ანარქიზმი თავისუფლების ეკოლოგია ურბანიზაცია ქალაქების გარეშე |
მოძრაობა | მწვანე ანარქიზმი, კომუნალიზმი, ლიბერტარიანული სოციალიზმი |
რელიგია | ათეიზმი |
მიურეი ბუკჩინი (ინგლ. Murray Bookchin) (დ. 14 იანვარი, 1921 — გ. 30 ივლისი, 2006) — ამერიკელი სოციალური თეორეტიკოსი, ავტორი, ორატორი, ისტორიკოსი და პოლიტიკის ფილოსოფოსი, ეკოლოგიზმის პიონერი.[1]ბუკჩინმა ანარქიზმის, ლიბერტარიანული სოციალიზმისა და ეკოლოგიზმის ფარგლებში ჩამოაყალიბა და განავითარა სოციალური ეკოლოგიისა და ურბანული დაგეგმარების თეორია. მას ეკუთვნის ორ აეულზე მეტი წიგნი პილიტიკის, ფილოსოფიის, ისტორიის,ურბანული საკითებისა და ეკოლოგიის შესახებ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სინთეტური გარემო (1962), პოსტ-დეფიციტური ანარქიზმი (1971), თავისუფლების ეკოლოგია (1982) და ურბანიზაცია ქალაქების გარეშე (1987). 1990-იანი წლების ბოლოს თანამედროვე ანარქისტული მოძრაობების აპოლიტიკურმა დამოკიდებულებამ იმედი გაუცრუვა, საკუთარ თავს ანარქისტად აღარ მოიხსენიებდა და საკუთარი ლიბერარული სოციალისტური იდეოლოგია, სახელად კომუნალიზმი შეიმუშავა.[2]
ბუკჩინი მოწინავე ანტი-კაპიტალისტი იყო და საზოგადოების ეკოლოგიურ და დემორატიულ დეცენტრალიზაციას უჭერდა მხარს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული მისმა იდეებმა გავლენა მოახდინა სოციალისტურ მოძრაობებზე: მათ შორის ახალ მემარცხენეობაზე, ანტიატომურ მოძრაობასა და ანტიგლობალიზაციურ მოძრაობაზე, უახლეს დროში კი როჟავას ავტონომიური რესპუბლიკის (სირიის ქურთისტანი) დემოკრატიულ კონფედერალიზმზე. ბუკჩინი ამერიკის მწვანეთა მოძრაობისა და ბარლინგტონისმწვანეების ცენტრალური ფიგურა იყო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ John Muir Institute for Environmental Studies, University of New Mexico, Environmental Philosophy, Inc, University of Georgia, Environmental Ethics v.12 1990: 193.
- ↑ Biehl, Janet. "Bookchin Breaks with Anarchism". Communalism October 2007: 1.
- დაბადებული 14 იანვარი
- დაბადებული 1921
- გარდაცვლილი 30 ივლისი
- გარდაცვლილი 2006
- XX საუკუნის ამერიკელი ისტორიკოსები
- XXI საუკუნის ამერიკელი ისტორიკოსები
- ამერიკელი ანარქისტები
- ამერიკელი ათეისტები
- ამერიკელი ენვირონმენტალისტები
- ამერიკელი ლიბერტარიანელები
- ამერიკელი მწერლები
- ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტები
- ამერიკელი პოლიტიკის ფილოსოფოსები
- ამერიკელი სოციალისტები
- ამერიკელი აკადემიკოსები
- ანარქო-კომუნისტები
- ანტიფაშისტები
- ენვირონმენტალისტი ფილოსოფოსები
- ენვირონმენტალისტი მწერლები
- ანარქიზმის ისტორიკოსები
- ებრაელი ამერიკელი ისტორიკოსები
- ებრაელი ანარქისტები
- ებრაელი ათეისტები
- ებრაელი ფილოსოფოსები
- ებრაელი სოციალისტები
- მემარცხენე ლიბერატიანელები
- ლიბერტარიანელი სოციალისტები