Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

რეალითი შოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეალითი შოუ არის სატელევიზიო გადაცემის ფორმატი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს შოუს ყოველგვარი წინასწარი სცენარის ან დაგეგმვის გარეშე. მაში წარმოდგენილია გაუთვალისწინებელი დრამატული ან იუმორისტული სიტუაციები, რომლის მონაწილე შეიძლება იყოს ყველა, დაწყებული რიგითი ადამიანით და დამთავრებული რომელიმე ცნობილი სახით. თავად ფორმატი ტელევიზიის ადრეული წლებიდანაა ცნობილი, მაგრამ მან დღევანდელ სახეს და პოპულარობის პიკს 2000 წელს მიაღწია.

ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ რეალური შოუების უმეტესობა სულაც არ არის ”რეალური”. ისინი გულისხმობენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში რეალური შოუს დაგეგმვისას საკმაოდ ღრმად ხდება მომავალი სიტუაციების გათვალისწინება, მონაწილეების ქმედებების გათვლა, ხანდახან მათი პროვოცირებაც კი, რომელსაც კადრს მიღმა დარჩენილი სპეციალისტები ახდენენ. საბოლოო ჯამში კი საინტერესო და ჩამთრევი ეფექტი სწორედ პროდიუსერების მიერ ხელოვნურად დადგმულ სცენებს და სიტუაციებს აქვთ, რომელთა არარეალურობასა და არაბუნებრივობაში ხშირ შემთხვევაში თავად მონაწილეებსაც არ ეპარებათ ეჭვი.


რეალური ტელევიზიის საწყისები

რეალური შოუების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფართო აუდიტორიას წარუდგინოს ჩვეულებრივი ადამიანები დაუგეგმავ სიტუაციაში და აჩვენოს მათი ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებები. ასეთი ტიპის შოუს პრეცენდენტები მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მოიპოვება მსოფლიო ტელესივრცეში. ეთერში 1953 წელს გასული ალენ ფუნტის შოუ ”ფარული კამერა” სწორედ დღევანდელი რეალითის უძველესი წინაპარი გახლდათ (თავად ამ შოუს კი უძღვოდა 1947 წლის რადიო გადაცემა ”ფარული მიკროფონი”). ამ შოუში მესვეურები ფარული კამერით იღებდნენ ჩვეულებრივ გამვლელებს ან ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც პროდიუსერებისვე ”დაგებულ მახეებში ებმებოდნენ”. ამ გადაცემას ხანდახან ”რეალური ჟანრის ბაბუასაც” უწოდებენ.

რეალითის კიდევ ერთი წინამორბედი გახლდათ BBC-ს შოუ "Seven Up!" (”შვიდი წლისანი”). იგი პირველად დიდ ბრიტანეთში გადაიცა 1964 წელს. ყოველ ეპიზოდში ნაჩვენები იყო რამდენიმე 7 წლის ბავშვთან ჩაწერილი ინტერვიუ. კორესპოდენტები მათ უსმევდნენ შეკითხვებს ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან მაყურებელი კი ბავშვების სასაცილო პასუხებზე ხალისობდა (ამ შოუს შემდეგ მოყვა გადაცემათა ციკლი "Seven Plus Seven", სადაც შვიდი წლის შემდეგ იგივე შეკითხვებს უსმევდნენ იმ თინეიჯერებს, რომლებმაც 7 წლის წინ მიიღეს მონაწილეობა შოუში "Seven Up!"). ამ გადაცემას წმინდა რეალითის ნამდვილად ვერ მივაკუთვნით, მაგრამ იგი უდავოდ ემსახურებოდა რეალითის ერთ-ერთ ძირითად მიზანს - გაეხადა ვარსკვლავები რიგითი, არავისგან არაფრით გამორჩეული ადამიანები.

აგრეთვე თანდათანობით ტელეეკრანებზე ჩნდებოდა თოქ-შოუები, მაგალითად "The Jerry Springer Show" (”ჯერი სპრინგერის შოუ”), რომლებშიც რეალური დრამატული სიტუაციები თოქ-შოუს ფორმატით იყო წარმოდგენილი და სადაც რეალური მონაწილეები სტუდიაშივე არკვევდნენ ურთიერთობებს - ხშირად ძალის გამოყენებითაც კი.

მაგრამ რეალური ტელევიზია, დღევანდელი გაგებით, მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში გამოჩნდა. შოუ ”COPS” (”პოლიციელები”), რომელიც პირველად 1989 წელს გავიდა ეთერში, სწორედ ერთ-ერთი პირველთაგანი გახლდათ. მასში ნაჩვენები იყო ნამდვილი სამართალდამცავების ყოველდღიური საქმიანობა და მათი ბრძოლა კრიმინალთან.

ისტორიაში პირველად, კონცეფცია, რომელიც ადამიანების გარკვეული ჯგუფის ჩასახლებას ჩაკეტილ სივრცეში და მათზე რაღაც პერიოდის მანძილზე დაკვირვებებს გულისხმობდა, წარმოადგინა MTV-მ თავის შოუში ”The Real World” (”რეალური სამყარო”). სწორედ იგი იყო პიონერი ბევრ სპეციფიურ დეტალებშიც, რომლებიც დღევანდელ რეალითი შოუებში სტანდარტადაა მიჩნეული. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც შოუს მთავარი მუსიკის აქტიური გამოუენება და მასზე შინაარსობრივი დატვირთვის გადატანა, აგრეთვე მოვლენების ეკრანზე ინტერპრეტირება, რომელსაც ფონად გასდევს უკვე მომხდარი მოვლენის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ მონაწილესთან, მთხრობელის დატვირთვით.


რეალური შოუების ტიპები

რეალურ ტელეშოუებში განასხვავებენ რამდენიმე ძირითადი ტიპის შოუებს.


დოკუმენტალური ტიპის შოუები