ტერმიტები
ტერმიტები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Isoptera | ||||||||||||
|
ტერმიტები (ლათ. Isoptera) — მწერების რიგი, რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. მათთვის ნიშანდობლივია საზოგადოებრივი ცხოვრების ნირი. სახეობათა ფარგლებში აღინიშნება სქესობრივი და „კასტური“ პოლიმორფიზმი. ტერმიტების ოჯახში რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე მილიონამდე მწერია. ოჯახი შედგება დედლისა და მამლის („სამეფო წყვილი“) ან მათი შემცვლელი ნეოტენიური სქესობრივი ინდივიდებისაგან, დიდი და პატარა „ჯარისკაცებისა“ და „მუშებისაგან“. უმდაბლეს ტერმიტებში ნამდვილი „მუშების“ ნაცვლად არიან მატლები — ფსევდოერგატები.
ზოგ ტერმიტებს საერთოდ არ ჰყავს „ჯარისკაცები“. ზრდასრულ სქესობრივ ინდივიდებს აქვთ 2 წყვილი წაგრძელებული ნაზი ფრთა, რომლებიც საქორწინო ფრენის შემდეგ სცვივათ. აქვთ ფასეტური თვალები, ზოგის განუვითარებელია, ზოგს სულ არ აქვს. ტერმიტების ნაწლავებში ვითარდება სიმბიოზური უმარტივესები, რომელთა მეშვეობითაც ტერმიტები ითვისებენ ხის უჯრედისს. ზოგი ტერმიტები იკვებება მხოლოდ სოკოებით, რომლებსაც ისინი „სოკოს ბაღებში“ ამრავლებენ. ოჯახის საფუძველია „სამეფო წყვილი“, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ათეულამდე წელია, თვითონ ოჯახმა კი შეიძლება მრავალ ათეულ წელს იარსებოს.
მუშა ინდივიდები ამარაგებენ ოჯახს საკვებით, აშენებენ ბუდეებსა და გადასასვლელებს. მათი ბუდეები მრავალფეროვანია როგორც ფორმის, ისე ზომის მიხედვით, მაგალითად, ზოგი ტროპიკული სახეობის ბუდის სიმაღლე 15 მ აღწევს. ტერმიტები მოიცავს 2600-მდე სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 6 ოჯახში. გავრცელებული არიან ძირითადად ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებში. გვხვდება აგრეთვე კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე. ტერმიტები შლიან მერქანსა და სხვა მასალას, აფრიკასა და ინდოეთში აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 698.
- Grasse P. P., Ordre des isopteres au termites, წგნ.: Traite de zoologie, t. 9, P., 1949;
- Goetsch W., Vergleichende Biologie der Insecten — Staaten, Lpz., 1953;
- Harris V., Termites, their recoghition and control, L., 1961.