Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

უმაღლესი დონის ჩინური დომენები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან .网络)
.中国, .中國, .公司, .网络
შემოღებულია 2002
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიგნით მოქმედი
რეგისტრატორი CNNIC
დანიშნულება ჩინეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი
საიტი http://www.cnnic.cn

.中国, .中國 (ჩინ.: 中国/中國 — „ჩინეთი“), .公司 (ჩინ.: 公司 — „კომპანია“) და .网络 (ჩინ.: 网络 — „ქსელი“) — ზედა დონის ეროვნული დომენი ჩინეთისათვის, რომელიც იყენებს ჩინურ დამწერლობას. დომენები ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედებაში შევიდნენ 2002 წელს[1].[2] დომენების შემოღების ტექნიკური შესაძლებლობა იმ ენებზე, რომლებშიც არ გამოიყენება ლათინური დამწერლობა, გაჩნდა სამუშაო წინადადების (ინგლ. Request for Comments, RFC) შესაბამისი სტანდარტების ინტერნეტის ინჟინერთა საბჭოს (ინგლ. Internet Engineering Task Force, IETF) შემოღებით[3]. მეორე დონის დომენების სახელები შეიძლება შეიცავდეს ჩინურ იეროგლიფებს, ლათინურ დამწერლობას, ციფრებს და დეფისებს[4]. მაგრამ ახალი დომენები არ დარეგისტრირდა ICANN-ში, ამის ნაცვლად მათზე ჩანაწერები შეტანილი იქნა ჩინური DNS-სერვერების ძირითად ზონაში. ასე რომ, ჩინეთის გარედან საიტებზე დაშვების მიღება, რომლებიც იყენებენ ჩინურ ინტერნეტის პირველად დომენს, შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის DNS-სერვერებზე დავალებების ხელით მიცემის გზით[5]. ICANN-ის დირექტორმა პოლ ტუმეიმ განაცხადა, რომ ჩინურ და სხვა არაინგლისურენოვან დომენებს ხელი შეეწყობათ 2009 წლის მაის-ივნისიდან[6].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 我国互联网类别域名增至7个 CN下设国防域名. გაზეთი ჟენმინ ჟიბაო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  2. Rebecca MacKinnon. China's New Domain Names: Lost in Translation. CircleID. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  3. RFC 3454, RFC 3490, RFC 3491, RFC 3492
  4. 中文域名用户常用问题解答. CNNIC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  5. Steven J. Murdoch. New Chinese TLDs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  6. 奇侠. CNNIC在全国范围内启动“品牌升级中国南京行”. ციტირების თარიღი: 2009-01-11.[მკვდარი ბმული]