Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ალევიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალევიზმიისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა.

ალევიტების გავრცელების რუკა

შიიტების მსგავსად ეთაყვანებიან ალისა და თორმეტ იმამს. თაყვანს სცემენ ტრიადას: ალაჰი, მუჰამედი და ალი. რელიგიურ ღვთისმსახურებას ატარებენ არა მეჩეთებში, არამედ სახლებში. ცერემონიებს გარდა მამაკაცებისა, ესწრებიან ქალები, სრულდება მისტიკური მუსიკა და სარიტუალო სიმღერები. ალევიტები სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, არ მარხულობენ, არ მოილოცავენ მექას. ღვთისმსახურების ენა არის ქურთული და თურქული და არა არაბული. ალევიზმი ახლოს დგას შიიზმთან ალის თაყვანისცემის გამო, შეიცავს ქრისტიანობის ელემენტებს, მაგალითად ნათლობას. გავრცელებული იყო ოსმალეთის იმპერიაში, ალბანეთსა და ბოსნიაში, ძირითადად გამუსლიმებულ ქრისტიანებში. რიტუალური საკვებია პური, ღვინო და ყველი.

ალევიტები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბექთაშთა სუნიტურ ორდენთან, რომელიც დაარსებულია ჰაჯი ბექთაშის მიერ XIII საუკუნეში. ბექთაშის ორდენის წევრები წარმოადგენდნენ თავისუფლად მოაზროვნეთა კასტას, რომელიც ტრადიციული ისლამის საყოველთაო წესებს გარეთ იყო გასული. ოსმალეთის იმპერიაში ბექთაშის ორდენის წევრებს განეკუთვნებოდნენ ჯარის ელიტარული ნაწილის მეომარ იანიჩართა კორპუსის წევრები. 1826 წლიდან, იანიჩართა კასტის გაუქმებასთან ერთად ორდენის წევრები კარგავენ პრივილეგირებულთა სტატუსს. 1925 წლიდან კი, მუსტაფა ქემალის სეკულარული რეფორმებისა და ალევიტების და ბექთაშის ორდენის დევნის შემდეგ იძულებულნი დახდნენ დაეტოვებინათ თურქეთი და გადასულიყვნენ ბულგარეთსა და ალბანეთში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: