ალექსი მახარაშვილი
ალექსი მახარაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 აპრილი, 1970 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
4 სექტემბერი, 2020 (50 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ→ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი |
მეუღლე(ები) | დეა პაპასკირი |
აკადემიური ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
ალექსი მახარაშვილი (დ. 28 აპრილი, 1970, თბილისი — გ. 4 სექტემბერი, 2020, თბილისი) — ქართველი ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.[1]
მახარაშვილი იყო საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS), რუსეთის ქირურგთა საზოგადოებისა და აშშ-ის თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ასევე საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების პრეზიდენტი (GSHR).
2020 წლის 4 სექტემბერს, ალექსი მახარაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემები გახდა.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988–1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1996 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატურა ქირურგიის სპეციალობით. 1998–2001 წლებში სწავლობდა ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში. 2009 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003–2009 წლებში იყო მოსკოვის კლინიკა „Медана XXI Век“-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზებული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი; 2009–2018 წლებში მოსკოვის მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, „МакаМед“-ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების პლასტიკური ქირურგი; 2005–2018 წლებში — თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წამყვანი ქირურგი და დირექტორი. 2015–2020 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“;[3] 2018–2020 წლებში კლინიკა „დეამედი“-ს წამყვანი ქირურგი და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი.
ალექსი მახარაშვილი 1 საავტორო უფლების, 2 გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- А. Махарашвили Клинико-морфологические аспекты аутотрансплантации волос
- Материалы XIX заседания союза трихологов „Междисциплинарные вопросы в трихологии“. 20-21 сентября, Санкт-Петербург 2019г.
- D. Papaskiri, A. Makharashvili, A. Shestopalov, N. Kakiashvili, Effect of follikular unit transplantation at the quality of life of patients with scarring alopecia . Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 57-58
- A. Shestopalov, A. Makharashvili, D. Papaskiri, N. Kakiashvili, Hair transplant graft survival using the method of follicular unit extraction
- Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 66
- A. Makharashvili, D. Papaskiri, M. Doghozashvili, N. Philipova, How to improve graft survival in hair transplantation?
- Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 52-53
- A. Makharashvili, A. Guller, M. Doghozashvili, N. Bakuradze, Rationale of combined treatment options for androgenetic alopecia
- Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 32-33
- D. Papaskiri, A. Makharashvili, A. Shestopalov, N. Kakiashvili, New approaches to surgical treatment of secondary cicatricial alopecia
- Materials of ISHRS XXI annual scientific meeting, USA, San Francisco, october 23-26 2013, p 467-468
- А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили Новые подходы к хирургическому лечению вторичной рубцовой алопеции
- Бюллетень №4 Восточно-Сибирского Научного Центра РАМН, 2011г., приложение, стр 66.
- Д.Г. Папаскири, Н.А. Ефименко, А.А. Махарашвили, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили, А.Б. Шехтер, А.Е. Гуллер, Фолликулярная микроаутотрансплантация при лечении больных с рубцовыми дефектами волосистой части кожи головы
- Журнал "трансплантология", № 3-4, 2010 года. Стр. 68-74
- ученой степени кандидата медицинских наук. Москва, 2010г
- Д.Г. Папаскири, Н.А. Ефименко, А.А. Махарашвили, А.Б. Шехтер, А.Е. Гуллер, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили, Оптимизация метода хирургического лечения рубцовой алопеции
- „Анналы пластической, реконструктивной и эстетической хирургии“. Москва, 2010г. №3, стр 46-55
- А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили, Пути повышения выживаемости графтов при аутотрансплантации волос
- Материалы II съезда "Российского общества пластических, реконструктивных и эстетических хирургов" (ОПРЭХ). 1-2 декабря 2010 года.
- Д.Г. Папаскири, А.А. Махарашвили, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили., Клинико - морфологические аспекты аутотрансплантации волос при лечении рубцовой алопеции
- Материалы II съезда "Российского общества пластических, реконструктивных и эстетических хирургов" (ОПРЭХ). 1-2 декабря, Москва 2010 г. стр 104-105
- Д.Г. Папаскири, Г.М. Маркарян, А.А., Махарашвили, Т.Ш. Тамазашвили, А.Е. Шестопалов, Современные подходы к хирургическому лечению облысения – метод бесшовной пересадки волос
- Эстетическая медицина». Москва, 2007г., Том VI, №3, стр 339-347
- Т.Ш. Тамазашвили, А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, Г.М. Маркарян, Применение микроэлементов в лечении гнездной алопеции
- Материалы IXмеждународного конгресса «Парентеральное и энтеральное питание». Москва, 2005г., стр. 88
- Т.Ш. Тамазашвили, А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, Г.М. Маркарян, Результаты использование биологической активной добавки к пище «Нутрикап» при трансплантации волос“
- Материалы VIII международного конгресса „Парентеральное и энтеральное питание“. Москва, 2004г., стр. 5
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსი მახარაშვილის პროფილი. „დიამედის“ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომერი, 2020.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ძირითადი ინფორმაცია საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების შესახებ. GSHR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2020.
- ↑ „რატომ დამტოვე. როგორ მენანები გაცოდინა“ — ცნობილი ქართველი ექიმი, ალექსი მახარაშვილი გარდაიცვალა. „ფორტუნა“ (06 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-08. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2020.
- ↑ დეამედის უფასო კონსულტაციები ბათუმში თმის გადანერგვის მსურველთათვის. „ბათუმელები“ (12 მაისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 202.