ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ
ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ | |
იუნესკოს გენერალური დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1974 – 1987 | |
წინამორბედი | რენე მაიო |
მემკვიდრე | ფედერიკო მაიორ სარაგოსა |
დაბადებული | 20 მარტი, 1921 დაკარი, საფრანგეთის დასავლეთი აფრიკა |
გარდაცვლილი | 24 სექტემბერი, 2024 (103 წლის) დაკარი, სენეგალი |
მოქალაქეობა | სენეგალი |
განათლება | სორბონის უნივერსიტეტი |
ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ (დ. 20 მარტი, 1921, დაკარი — გ. 24 სექტემბერი, 2024, იქვე) — სენეგალელი პოლიტიკოსი. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1974-1987 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა დაკარში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ფრანგული არმიის მოხალისე. 1951 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. მუშაობდა სენეგალში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ დაწყებითი განათლების დეპარტამენტის დირექტორად (1952-1957) და კოლონიის განათლებისა და კულტურის მინისტრად (1957-1958).
ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა განათლების (1966-1968), ხოლო შემდეგ კულტურის (1968-1970) მინისტრი.
1953 წლიდან თანამშრომლობს იუნესკოსთან. იყო იუნესკოში სენეგალის დელეგაციის ხელმძღვანელი. ორჯერ ზედიზედ (1974 და 1980) აირჩიეს იუნესკოს გენერალურ მდივნად. დღევანდელ დღემდე არის ერთადერთი აფრიკელი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა.
ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ არის ბელგრადის უნივერსიტეტის (1980) კოლუმბიის კაუკის უნივერსიტეტის (1987) და რიგი სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2011).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამადუ-მაჰთარ მ’ბოუს ვებგვერდი დაარქივებული 2011-03-08 საიტზე Wayback Machine.
|