აუსპიციუმი
იერსახე
აუსპიციუმი (ლათ. auspicium < avis – ფრინველი, specio – ვუთვალთვალებ) — მკითხაობა ძველ რომში „ღმერთების ნება-სურვილის“ შესაცნობად ფრინველთა ფრენის, მათი ხმიანობის, ციური მოვლენების და სხვა „ღვთაებრივი ნიშნების“ მიხედვით. მისი მოწყობის უფლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხის გადაწყვეტის წინ ჰქონდათ უმაღლეს მაგისტრატოსებს. აუსპიციუმის შედეგებს განმარტავდა ავგურების ქურუმთა კოლეგია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 10.