ბად-იშლი
იერსახე
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
ბად-იშლი გერმ. Bad Ischl | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
კოორდინატები | 47°42′41″ ჩ. გ. 13°37′26″ ა. გ. / 47.711530000° ჩ. გ. 13.623930000° ა. გ. | ||
ფართობი | 162.8 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 468 მეტრი | ||
მოსახლეობა | 14 133 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 06132 | ||
საფოსტო ინდექსი | 4820 | ||
საავტომობილო კოდი | GM | ||
ოფიციალური საიტი | https://www.bad-ischl.ooe.gv.at/ | ||
ბად-იშლი (გერმ. Bad Ischl) — საკურორტო ქალაქი ავსტრიაში, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ზალცკამერგუტის რეგიონის ცენტრი. მდებარეობს მხარის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტრაუნზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბად-იშლი პირველად მოხსენიებულია 1262 წელს ისელენის სახელით. 1466 წელს მას იმპერატორმა ფრიდრიხ III-მ საბაზრო ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1563 წელს გაიხსნა მარილის მაღარო.
მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის დასაწყისში მარილწყლის სამედიცინო მიზნებით გამოყენება დაიწყო, იშლი სულ მალე გახდა მოდური სპა-კურორტი. 1828 წელს გაიხსნა სასტუმრო. 1849 წელს, ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოსებ I-მა ქალაქი თავის საზაფხულო რეზიდენციად ამოარჩია.