Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ბაჰამის კუნძულების დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰამის კუნძულების დროშა
ბაჰამის კუნძულები
მიღებულია 10 ივლისი, 1973
პროპორცია National flag 1:2

ბაჰამის კუნძულების დროშაბაჰამის კუნძულების ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1973 წლის 10 ივლისს. დროშა შედგება შავი ტოლგვერდა სამკუთხედისგან, რომელიც მიემართება ორფეროვანი სამი ჰორიზონტალური, თანაბარი სვეტისგან შემდგარი უკანა ფონისკენ. შუა სვეტი ოქროსფერია, ზედა და ქვედა კი ზღვისფერი.

დროშის სიმბოლიზმი შემდეგია: შავი, ძლიერი ფერი განასახიერებს გაერთიანებული ხალხის სიმამაცესა და ძალას, დროშის ძირითადი ნაწილისკენ მიმართული სამკუთხედი წარმოსახავს ბაჰამელი ხალხის შეუპოვრობას განვითარებისაკენ. ოქროსფერი და ზღვისფერი მზისა და ზღვის მდიდარი რესურსების სიმბოლოა.

არსებობს გარკვეული წესი, თუ როგორ უნდა იქნეს დროშა გამოყენებული ძირითად დღესასწაულებზე. დაკრძალვის ცერემონიისას, დროშა უნდა ფარავდეს კუბოს ზედა ნაწილს, მაგრამ არ უნდა ფარავდეს საყრდენებს. დროშაზე გამოსახული შავი სამკუთხედი კუბოში მწოლიარე მიცვალებულის თავის ზემოთ უნდა იყოს. დროშა კუბოზე გადაფარებული უნდა დარჩეს მთელი ცერემონიის მანძილზე და უნდა მოსცილდეს მხოლოდ უშუალოდ საფლავში ჩასვენების წინ. მოცილების შემდეგ, დროშა სათუთად უნდა დაკეცონ და წაიღონ. მხილველისთვის შავი სამკუთხედი არასოდეს არ უნდა იყოს მიმართული წვეტით ზემოთ, რადგან ეს უბედურების მომასწავებლად ითვლება.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Strachan, Cheryl C. (2010). Flying the Pride. United States of America: Compusec Printing, გვ. 74. ISBN 9781609572235.