ბორჩხა
იერსახე
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბორჩხა | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 41°21′36″ ჩ. გ. 41°40′30″ ა. გ. / 41.36000° ჩ. გ. 41.67500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 123 მეტრი |
მოსახლეობა | 25 500 (2018) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 08400 |
ბორჩხა, ფორჩხა — ქალაქი ისტორიულ ნიგალში, ჭოროხის ხეობაში, ნიგალის ხევში. დღეს მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში. ბორჩხის რაიონის ცენტრი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკური ქართველები არიან. ქალაქში არის შუა საუკუნეების მოზრდილი გოდოლი (ბოლო დროს ჩაუტარდა რესტავრაცია). ქალაქთან ახლოს მდებარეობს მამაწმინდის ეკლესია (XVI საუკუნე).