Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები (1925)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
‹ 1919 გერმანიის დროშა 1932 ›
გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები
29 მარტი და 26 აპრილი, 1925
კანდიდატი პაულ ფონ ჰინდენბურგი ვილჰელმ მარქსი ერნსტ ტელმანი
პარტია უპარტიო ცენტრისტი კომუნისტი
მოსახლეობა 14,655,641 13,751,605 1,931,151
პროცენტი 48.3% 45.3% 6.4%

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების რუკა.
ცისფერი, სადაც ჰინდერბურგმა გაიმარჯვა. სერი, სადაც მარქსმა გაიმარჯვა.

წინა
პრეზიდენტი
არჩეული
პრეზიდენტი
ებერტი ჰინდენბურგი

1925 წლის გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები იყო რაიხსპრეზიდენტის პირველი პირდაპირი არჩევნები. პირველი პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტი 1925 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. ებერტი არაპირდაპირი გზით იყო არჩეული ნაციონალური ასამბლეის მიერ, მაგრამ ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით შემდეგი პრეზიდენტი მოსახლეობას უნდა აერჩია. ორი ტურის შემდეგ პაულ ფონ ჰინდენბურგი გერმანიის მეორე პრეზიდენტი გახდა.

ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი კანონმდებლობის მიხედვით თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებდა ხმების აბსულუტურ უმრავლესობას (ე. ი. ნახევარზე მეტს), ინიშნებოდა მეორე ტური, სადაც კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა პრეზიდენტი ხდებოდა. მეორე ტურში დაშვებული იყო ალტერნატიული კანდიდატის ნომინირება.

კანდიდატი პარტია I ტური II ტური
ხმების რაოდენობა % ხმების რაოდენობა %
კარლ იარესი სახალხო პარტია 10.416.658 38,8 - -
ოტო ბრაუნი სოციალ-დემოკრატიული პარტია 7.802.497 29 - -
ვილჰელმ მარქსი ცენტრისტული პარტია 3.887.734 14,5 13.751.605 45,3
ერნსტ ტელმანი კომუნისტური პარტია 1.871.815 7 1.931.151 6,4
ვილი ჰემპახი დემოკრატიული პარტია 1.568.398 5,8 - -
ჰაინრიხ ჰელდი ბავარიის სახალხო პარტია 1.007.450 3,7 - -
ერიხ ლუდენდორფი ნაცისტური პარტია 285.793 1,1 - -
პაულ ფონ ჰინდენბურგი უპარტია - - 14.655.641 48,3