გორაკჰპური
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
გორაკჰპური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 26°45′40″ ჩ. გ. 83°22′00″ ა. გ. / 26.76111° ჩ. გ. 83.36667° ა. გ. |
ფართობი | 141 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 84 მეტრი |
მოსახლეობა | 673 446 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
გორაკჰპური (ინგლ. Gorakhpur) ― ქალაქი ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში. მდებარეობს მდინარე რაპტის ნაპირებზე, პურვანჩალის რეგიონში. ქალაქი შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 272 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. გორაკჰპურის რიაონის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სარკინიგზო ზონისა და გორაკჰპურის დანაყოფის ადმინისტრაციული ცენტრი. გორაკჰპურში 1963 წლიდან განთავსებულია ინდოეთის საჰაერო ძალების სადგური. 1926 წელს ქალაქში დაარსდა მსოფლიოში ინდუისტური რელიგიური ტექსტების, როგორებიცაა რამაიანა და მაჰაბჰარატა, უმსხვილესი გამომცემლობა Gita Press. [1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორაკჰპურის ტერიტორიაზე ადრეული დასახლებები, სავარაუდოდ, „ამჟამინდელი ქალაქისგან ჩრდილოეთით, საკმაოდ შორს“ მდებარეობდა, რადგანაც მდინარე რაპტის კალაპოტი დღევანდელთან შედარებით მაშინ უფრო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით იყო. ის დღევანდელი ქალაქის ტერიტორიაზე გაივლიდა და იმ ადგილისკენ მიემართებოდა, სადაც დღევანდელი რამგარჰ-ტალი მდებარეობ. ფერმერები, რომლებიც 1800-იან წლებში და 1900-იანი წლების დასაწყისში ჭებს თხრიდნენ, ძველი ნავების ნაწილებს აწყდებოდნენ, რაც მდინარის კალაპოტის ცვლილებაზე მიუთითებს. გორაკჰპურის ტერიტორია ადამიანთა დასახლებებისთვის სასურველი იქნებოდა მისი უსაფრთხო მდებარეობის გამო. იგი სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდინარე რაპტითა და როჰინითაა დაცული, ხოლო წარსულში ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ხშირი ტყეები ერტყა, რაც ამ მხრიდან დაცვასაც უზრუნველყოფდა.[3]:235
ადგილობრივ გადმოცემებში აღწერილი უძველესი მოვლენა X საუკუნეში მანსაროვარისა და კაულადაჰის ავზების ლეგენდარული მშენებლობაა, რომელიც დღევანდელი პურანა-გორაკპურის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. გადმოცემის თანახმად, ისინი დაქორწინებულმა წყვილმა ააშენა — მანსაროვარი ქმარს, პრინც მან სენს მიეწერება, ხოლო კაულადაჰი ცოლს, კაულავატის. როგორც ამბობენ, რაღაც დროის შემდეგ ამ ტერიტორიას დომკატარებად წოდებული ჯგუფი მართავდა, რომელმაც მდინარე რაპტისა და როჰინის შესართავთან დომინგარჰის ფორტი ააგო. გადმოცემის მიხედვით, მოგვიანებით, გორაკჰპურს სატასის სარნეტი რაჯები მართავდნენ. დაახლოებით 1400 წლისთვის, ოჯახურმა დავამ სატასის დინასტიის ერთ შტოს რამგარჰ-ტალის ნაპირზე ძველი ციხესიმაგრის დატოვებისკენ უბიძგა. ეს შტო ახალ ადგილას, დღევანდელი პურანა-გორაკჰპურის ტერიტორიაზე გადავიდა.[3]:235–6, 239
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორაკჰპური ნეპალის საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ში, ვარანასიდან ― 193 კმ-ში, პატნიდან ― 260 კმ-ში და ლაქნაუდან 270 კმ-ში მდებარეობს. ის წყალდიდობის საფრთხის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ოლქია აღმოსავლეთ უტარ-პრადეშში. ბოლო 100 წლის განმავლობაში წყალდიდობების ინტენსივობა და სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ექსტრემალური მოვლენები ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. მოსახლეობის დაახლოებით 20%-ზე წყალდიდობები ახდენს გავლენას, რომელიც ზოგიერთ ტერიტორიაზე ყოველწლიური მოვლენაა და ღარიბი მოსახლეობისთვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საარსებო წყაროების უზარმაზარ დანაკარგსა და საჯარო და კერძო საკუთრების დაზიანებას იწვევს.[4]
გორაკჰპური მდინარე რაპტის ნაპირზე მდებარეობს, რომელიც მდინარე გჰაგრის შენაკადია. საკმაოდ დიდი რამგარჰ-ტალის ტბა მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით გორაკჰპურში მშრალი ზამთრით გამოხატული ტენიანი სუბტროპიკული კლიმატია (cwa).[5]
ჰავის მონაცემები — გორაკჰპური | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 30.0 | 35.4 | 42.4 | 44.4 | 49.4 | 46.5 | 43.2 | 39.4 | 38.5 | 37.4 | 36.8 | 30.5 | 49.4 |
საშუალო მაღალი °C | 22.0 | 26.4 | 32.6 | 38.0 | 38.3 | 36.7 | 32.9 | 32.9 | 32.7 | 32.8 | 29.9 | 25.0 | 31.7 |
საშუალო დაბალი °C | 8.9 | 11.7 | 16.1 | 21.4 | 24.5 | 26.1 | 25.9 | 25.9 | 24.9 | 20.9 | 14.9 | 10.4 | 19.3 |
რეკორდულად დაბალი °C | −1.0 | 2.8 | 8.3 | 12.2 | 16.6 | 16.1 | 18.1 | 20.2 | 17.4 | 12.5 | 6.7 | 2.8 | −1.0 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 14.4 | 13.9 | 7.4 | 11.3 | 45.2 | 185.5 | 383.4 | 339.5 | 228.8 | 42.8 | 2.2 | 8.3 | 1 282,7 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.2 | 1.3 | 0.7 | 0.9 | 3.0 | 7.0 | 13.9 | 12.4 | 9.0 | 2.1 | 0.3 | 0.6 | 52.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 68 | 55 | 40 | 32 | 42 | 57 | 75 | 77 | 76 | 68 | 66 | 69 | 61 |
წყარო: India Meteorological Department[6][7] |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთის 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, გორაკჰპურის მოსახლეობა 673 446 ადამიანს შეადგენს (353 907 მამაკაცი და 319 539). ქალაქში სქესის თანაფარდობის მაჩვენებელია 903 ქალი ყოველ 1000 მამაკაცზე. 6 წლამდე ასაკის ჯგუფს 69 596 ადამიანი მიეკუთვნება. წერა-კითხვის მაჩვენებელი 75.2% (მამაკაცების წერა-კითხვის მაჩვენებელი 79.4%, ხოლო ქალების ― 70.6%). 7+ მოსახლეობის ეფექტური წერა-კითხვის მაჩვენებელი 83.9%-ია (კაცები ― 88.7%, ქალები ― 78.6%). 2011 წლისთვის გორაკჰპურში 112 237 შინამეურნეობა იყო.[9]
ქალაქში მოსახლეობის უმრავლესობა ჰინდიზე საუბრობს. მათი ნაწილი ბოჯპურიზე საუბრობს. ქალაქში ურდუზე მოსაუბრეებიც ცხოვრობენ.[10]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორაკჰპური სხვა ქალაქებთან სარკინიგზო ქსელითაა დაკავშირებული. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ბაქანი, რომლის სიგრძეც 1 300 მეტრს აღემატება.[11][12][13][14]
გორაკჰპური ჩრდილო-აღმოსავლეთ სარკინიგზო ზონის ცენტრია.[15]
1963 წელს გორაკჰპურში ინდოეთის საჰაერო ძალების სადგური დაარსდა. მოგვიანებით იგი გაფართოვდა და მაჰაიოგი გორაკჰნათის აეროპორტი გახდა.[16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gorakhpur Municipal Government (National Informatics Centre)
- Uttar Pradesh Government District NIC
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gita Press | Hindu publishing organization en. ციტირების თარიღი: 11 August 2020
- ↑ Verma, Lalmani (28 July 2022). „A century old, how Gita Press came to be 'leading purveyor of print Hinduism'“. The Indian Express. ციტირების თარიღი: 20 October 2022.
- ↑ 3.0 3.1 (1909) Gorakhpur: A Gazetteer, Being Volume XXXI of the District Gazetteers of the United Provinces of Agra and Oudh. Allahabad: Government Press.
- ↑ Integrating climate change concerns into disaster management planning: The case of Gorakhpur, India by Shiraz A. Wajih and Shashikant Chopde, the Climate and Environment Knowledge Network, 2014
- ↑ Gorakhpur, India Köppen Climate Classification (Weatherbase). ციტირების თარიღი: 11 January 2020
- ↑ Station: Gorakhpur Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 297–298. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 27 April 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 27 April 2020
- ↑ Table C-01 Population by Religion: Uttar Pradesh. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
- ↑ Census of India: Gorakhpur. ციტირების თარიღი: 16 December 2019
- ↑ 2011 Census of India, Population By Mother Tongue - Uttar Pradesh (Town Level). Registrar General and Census Commissioner of India. ციტირების თარიღი: 27 June 2022
- ↑ „Gorakhpur gets world's largest railway platform“. The Times of India (ინგლისური). 7 October 2013. ციტირების თარიღი: 26 March 2021.
- ↑ Jha, Aditi. (23 December 2009) Gorakhpur Railway Station to have longest platform in Asia. MyNews. ციტირების თარიღი: 1 September 2013
- ↑ „Gorakhpur railway station's remodelling in final stage“. The Times of India (ინგლისური). 2 June 2013. ციტირების თარიღი: 26 March 2021.
- ↑ „Gorakhpur gets world's longest railway platform“. अमर उजाला (Amar Ujala. 13 February 2012. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
- ↑ North Eastern Railway. ციტირების თარიღი: 21 October 2011
- ↑ No. 105 Helicopter Unit. Indian Air Force