Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

გრაკლიანი გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრაკლიანი გორა.

გრაკლიანი გორა — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურის მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. 2015 წლის 19 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

აღმოჩნდა 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს.

არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.

2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[2]. 2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს[3].

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც გრაკლიანის გორაზე აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ. წ. XI-X საუკუნეები[4].

  • მაისურაძე ე., „გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა“ // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, გორი: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019, № 2, გვ. 16-43.
  • კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში : (გრაკლიანი გორა), ვახტანგ ლიჩელი // Academia / აპ. ქუთათელაძის სახ. თბ. სახ-ფო სამხატვრო აკადემია, თბ., 2010 ISSN 1512-0899, N1, გვ. 25-38

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]