დავოსი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დავოსი Davos | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
კანტონი | გრაუბიუნდენის კანტონი | ||||
კოორდინატები | 46°47′59″ ჩ. გ. 9°49′59″ ა. გ. / 46.79972° ჩ. გ. 9.83306° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Tarzisius Caviezel[1] | ||||
ფართობი | 254.41 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1560 მ | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
მოსახლეობა | 11,166 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 39 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 081 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7265, 7260, 7270, 7276, 7277, 7278, 7294 და 7272 | ||||
საავტომობილო კოდი | GR | ||||
ოფიციალური საიტი | davos.ch | ||||
დავოსი (გერმ. Davos; იტალ. Tavate) — ქალაქი აღმოსავლეთ შვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე. 2010 წლის აღწერის მონაცემებით დავოსში ცხოვრობდა 11,166 ათ. ადამიანი.[2] მდებარეობს რეტის ალპებში, წიწვიანი ტყითა და ალპური მდელოებით შემოსილი მაღალი მთებით შემოსაზღვრულ განიერ ხეობაში. ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი. ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი.[3] აქ ყოველწლიურად იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ხშირად დავოსის ფორუმს უწოდებენ. აერთიანებს 2 სოფელს: დავოს-პლაცს და დავოს-დორფს, რომლებიც დავოსის ხეობაში ვრცელდებიან, მდინარე ლანდვასერის ნაპირზე. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1160 და 1213 წლებში. იმ დროს დავოსი რეტორომანულ ენაზე მოსაუბრე ხალხით დასახლდა, თუმცა მოგვიანებით, კერძოდ XIII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე გერმანულენოვანმა ხალხმა მოიკიდა ფეხი. 1860 წლიდან ხდება ფეშენებელური კურორტი, ხოლო XX საუკუნიდან მოყოლებული სპორტის ზამთრის სახეობებათა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ცენტრი.
1971 წელს დავოსში პირველად გაიმართა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების განხილვა.
დავოსის ფართობია 254.5 კმ². ტერიტორიის 37,1% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებში, ტყეებს 19,7% უკავია. გზებსა და შენობა-ნაგებობებზე მოდის 2,2%, ხოლო 41% მდინარეებზე, მყინვარებსა და მთებზე.
დავოსი მაღალმთიანი კლიმატური კურორტია. იცის უღრუბლო და უქარო ამინდი, დამახასიათებელია მზის ინტენსიური რადიაცია, ზომიერად რბილი ზამთარი და ზომიერად გრილი ზაფხული. ყველაზე ნოტიო თვეა აგვისტო. წყლის ყველაზე მშრალი თვეა აპრილი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 1000 მმ-მდე.
სამკურნალო საშუალება: კლიმატოთერაპია, ჰიდრო- და ელექტროთერაპია და სხვა; სამედიცინო ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზი, სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი (ბრონქიტი, პლევრიტი, ბრონქული ასთმა და სხვა). არის სანატორიუმები, სასტუმროები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული ნაგებობანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავოსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.gemeindedavos.ch/de/politikverwaltung/politik/exekutive/
- ↑ Swiss Federal Statistics Office – STAT-TAB Ständige und Nichtständige Wohnbevölkerung nach Region, Geschlecht, Nationalität und Alter (German) accessed 10 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 იანვარი 2021.
- ↑ Bestmountaintowns.com დაარქივებული 2014-02-26 საიტზე Wayback Machine. , Retrieved on 2010-01-27