დოდეკანესის კუნძულები
იერსახე
მშობ. სახელი: Δωδεκάνησα | |
---|---|
დოდეკანესის კუნძულები (წითლად) | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ეგეოსის ზღვა |
კოორდინატები | 36°37′ ჩ. გ. 27°21′ ა. გ. / 36.617° ჩ. გ. 27.350° ა. გ. |
მთავარი კუნძული | როდოსი |
ფართობი | 2 714 კმ² (2) |
საბერძნეთი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | ~ 200 452 (2005) |
სიმჭიდროვე | 74 /კმ² |
დოდეკანესი (ბერძ. Δωδεκάνησα) — საბერძნეთის კუთვნილი არქიპელაგი ეგეოსის ზღვაში. შედგება 12 დიდი და 150-ზე მეტი პატარა კუნძულისაგან, რომელთაგან 26 დაუსახლებელია. კუნძულები განლაგებულია თურქეთის სანაპირო ზოლის სამხრეთ დასავლეთით, კუნძულ სამოსის სამხრეთითა და კუნძულ კრეტის ჩრდილოეთით. მიეკუთვნება სამხრეთ სპორადესის კუნძულთა ჯგუფს. დოდეკანესს მდიდარი ისტორია გააჩნია. მის დაუსახლებელ კუნძულებზეც კი განლაგებულია არაერთი ბიზანტიური ეკლესია და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე.
არქიპელაგის ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი კუნძულია როდოსი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში რეგიონს აკონტროლებდა. სხვა მნიშვნელოვანი კუნძულებია კოსი, პატმოსი, ასტიპალეა, კალიმნოსი, კარპატოსი, კასოსი, ლეროსი, ნისიროსი და ა. შ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: