ელასმოთერიუმი
იერსახე
ელასმოთერიუმი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ციმბირული ელასმოთერიუმი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Elasmotherium (J. Fischer, 1808) | |||||||||||||
|
ელასმოთერიუმი (ლათ. Elasmotherium) — ნამარხ მარტორქისებრთა გვარი. ცხოვრობდნენ პლეისტოცენში. მათი სხეულის სიგრძე იყო 4,5 მ, ხიმაღლე მინდაოში 2 მ. ქალა წინა მხარეს ძლიერ წამახვილებული ცხვირის ძვლებით იყო. თვალის ბუდეები ფართოდ გაშლილი იყო, შუბლის წილი დიდი გუმბათის შესახედაობის და სქელი ტყავით დაფარული იყო; შესაძლოა მასზე ჰქონდა დიდი ზომის რქა. საჭრისები და ეშვები არ ჰქონდათ. წინაძირითადი და ძირითადი კბილები (5–6 ცალი ყბის ყოველ ნახევარში) ძალიან გრძელი, ჰიპსელოდონტურია, დაფარულია ემალის რთული ქერქით. კიდურები სამთითიანია. ცხოვრობდნენ ალბათ სტეპებში, მდინარეთა ხეობებში და ტბების სანაპიროზე; იკვებებოდნენ შედარებით უხეში მცენარეულობით. გავრცელებული იყვნენ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, კავკასიაში და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელასმოთერიუმი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)