Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ემპაირ სტეიტ ბილდინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემპაირ სტეიტ ბილდინგი
Empire State Building
შენობა შებინდების ჟამს
შენობა შებინდების ჟამს

ემპაირ სტეიტ ბილდინგი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1931-დან 1972-მდე.*

წინამორბედი კრაისლერ ბილდინგი
შემდეგი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
ინფორმაცია
მისამართი 350 მეხუთე ავენიუ, მანჰეტენი, აშშ
სტატუსი დასრულებული
აშენდა 1930-1931
ტექნიკური დეტალები
სართული 381 მ / 102 სართ.[2][3]
ლიფტი 73[1]
კომპანიები
მფლობელი Empire State Realty Trust
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

ემპაირ სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building) — 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს“ მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.

ისტორია და სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემპაირ სტეიტ ბილდინგის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა მსოფლიოში უდიდესი შენობის ტიტულის კრაისლერ ბილდინგისთვის წასართმევად. ის რჩებოდა მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად რეკორდულად დიდი ხნის - 41 წლის განმავლობაში (ხოლო მსოფლიოში უმაღლეს ადამიანის შექმნილ ნაგებობად 23 წელი), მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და მცირე ხნის შემდეგ სირს ტაუერის მშენებლობის დასრულებამდე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ემპაირ სტეიტ ბილდინგი ნიუ-იორკში კვლავ უმაღლესი, ხოლო აშშ-ში სიმაღლით მე-2 შენობა გახდა.

შენობის გამორჩეული არტ-დეკო ქიმი თავდაპირველი დიზაინით დირიჟაბლთა დეპო უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ იდეა არაპრაქტიკული და საშიში გამოდგა შენობის სიდიდით გამოწვეული მქროლი ქარების გამო.

ემპაირ სტეიტ ბილდინგი 381 მეტრი სიმაღლისაა 102-ე სართულის ბოლოს, ხოლო ნაგებობის სრული სიმაღლე 448 მეტრს აღწევს. შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1931 წლის 1 მაისს, თუმცა მასში ოფისების მნიშვნელოვანი წილი გაუქირავებელი დარჩა 1940-იანებამდე. შენობას სახელი სწორედ ამ დაუსახლებელი სტატუსის გამო დაერქვა. შენობის ქიმზე დამაგრებული დიდი სატელევიზიო ანტენა დამატებულ იქნა 1950-იანებში.

სახალხო ობსერვატორია შენობის თავზე ქალაქის შესანიშნავ ხედს შლის და ტურისტებისთვის ძალზედ პოპულარული ადგილია. შენობის თავი ღამით ილუმინირებულია სეზონისთვის შესაფერისი სხვადასხვა ფერის განათებით. მაგ. ფრენკ სინატრას გარდაცვალების შემდეგ შენობა ლურჯი სინათლის „შეიმოსა“ მომღერლის მეტსახელის „Ol' Blue Eyes“ ნიშნად.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის განადგურების შემდეგ რამდენიმე თვე განათება წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში იყო, შემდეგ კი ისევ ჩვეულ სეზონურ ფერებს დაუბრუნდა.

შენობა დაახლოებით 330.000 მეტრულ ტონას იწონის. მას 6.500 ფანჯარა, 73 ლიფტი და 1.860 საფეხური აქვს შენობის თავამდე; მისი სრული ფართია 204.385 მ2; საფოსტო მისამართია #350 მეხუთე ავენიუ, ს/კ 10118; მდებარეობს 33-ე და 34-ე ქუჩებს შორის მეხუთე ავენიუზე, მიდთაუნ მანჰეტენზე.

შენობის ადგილზე ადრე განთქმული ვალდროფის სასტუმრო მდებარეობდა, სადაც პერიოდულად კლუბი „The Four Hundred“ (მე-19 საუკუნის ნიუ-იორკის სოციალური ელიტა) წევრები იკრიბებოდნენ.

ნიუ-იორკ სიტის 360° პანორამა ემპაირ სტეიტ ბილდინგიდან (გაზაფხული 2005)

ნიუ-იორკ სიტის 360° პანორამა ემპაია სტეიტ ბილდინგიდან (გაზაფხული 2005).


ნიუ-იორკ სიტის პანორამა ემპაია სტეიტ ბილდინგით მარცხნივ (დეკემბერი 2005)

Panorama of New York City, with the Empire State Building at left center, December 2005.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Empire State Building" The Skyscraper Center Council on Tall Buildings and Urban Habitat website
  2. Emporis GmbH. Empire State Building, New York City – 114095 – EMPORIS. emporis.com.
  3. "Empire State Building" SkyscraperPage