Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ესმა რეჯეპოვა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესმა რეჯეპოვა
Есма Реџепова

ესმა რეჯეპოვა 2010 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Есма Реџепова-Теодосиевска
აგრეთვე ცნობილი როგორც ბოშების დედოფალი
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1943
დაბ. ადგილი სკოპიე, მაკედონია
გარდ. თარიღი 11 დეკემბერი, 2016 (73 წლის)
გარდ. ადგილი სკოპიე, მაკედონია
ეროვნება Romani people in North Macedonia[1]
ჟანრ(ებ)ი ბოშური-ხალხური მუსიკა
საქმიანობა მომღერალი-კომპოზიტორი, ჰუმანიტარიანი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1956–2016
ლეიბლ(ებ)ი
საიტი esma.com.mk
ესმა რეჯეპოვა ვიკისაწყობში

ესმა რეჯეპოვა (მაკედ. Есма Реџепова-Теодосиевска; დ. 8 აგვისტო, 1943 — გ. 11 დეკემბერი, 2016) — ბოშური წარმომავლობის მაკედონიელი ვოკალისტი, კომპოზიტორი, ჰუმანისტი. მისი მდიდარი რეპერტუარისა, რომელიც მოიცავს ათასობით სიმღერას და წვლილის გამო ბოშურ კულტურაში, მას უწოდებენ „ბოშების დედოფალს“; დღეს კი ითვლება, რომ ეს ტიტული ეკუთვნის ტესა ვან რომნეის[2].

მომღერლობა დაიწყო 1950-იანებში თინეიჯერობისას და მისი კარიერა 5 ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი მუსიკალური წარმატება დაკავშირებულია სტევო ტეოდოსიევსკიზე დაქორწინებასთან. სტევო იყო კომპოზიტორი, მუსიკალური ხმისა რეჟისორი და ანსამბლის ხელმძღვანელი (ტეოდოსიევსკის ანსამბლი), რომელმაც დაწერა ბევრი ესმას სიმღერა და ორგანიზებას უწევდა მის კარიერას მანამ, სანამ 1997 წელს არ გარდაიცვალა. რეჯეპოვას მუსიკალური სტილი ძირითადად შთაგონებული იყო ბოშური და მაკედონიური მუსიკით. ასევე, დიდი გავლენა მოახდინა მის მუსიკაზე პოპ მუსიკამ. ესმა რეჯეპოვამ თავისი კარიერა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც ბოშური მუსიკა იყო უგულებელყოფილი იუგოსლავიაში და ბოშა ხალხი თვლიდა, რომ ქალისთვის სირცხვილი იყო სახალხოდ სიმღერა. ესმა იყო ერთ-ერთი პირველი მომღერალი, რომელიც ბოშურ ენაზე მღეროდა რადიოსა და ტელევიზიაში[3].

რეჯეპოვა გამოირჩეოდა მისი ძლიერი და ემოციური ხმით. 2010 წელს, ის შეყვანილ იქნა National Public Radio-ს, გამოჩენილ ამერიკული მედია ორგანიზაციის მიერ 50 დიად ხმას შორის[4]. ესმა ასევე გამოირჩეოდა თავისი ექსტრავაგანტური ჩაცმულობითა და ტურმბანებით, ასევე ბოშა ქალებთან დაკავშირებული ტიპური სტერეოტიპების გამოყენებით, როგორიცაა მგრძნობელობა და მხიარულება. 2010 წელს ის დააჯილდოეს მაკედონიური დამსახურების ორდენით, ხოლო 2013 წელს მიენიჭა მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ხელოვანის ტიტული პრეზიდენტ გეორგე ივანოვის მიერ[5].

მან სტევო ტეოდოსიევსკისთან ერთად იშვილა 47 ბავშვი და მიიღო აუარებელი შექება მისი ჰუმანიტარიანული საქმიანობის გამო[6]. ის მხარს უჭერდა ბოშებსა და ქალთა უფლებებს და ასევე ჩართული იყო მშობლიური ქალაქის, სკოპიეს ადგილობრივ პოლიტიკაში.

რეჯეპოვა ვლატკო ლოზანოსკისთან ერთად წარმოადგენდა მაკედონიას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 2013 მალმეში, შვედეთში[7].

ის დაიღუპა 2016 წლის 11 დეკემბერს მცირე ავადმყოფობის შემდეგ[8].

რეჯეპოვა დაიბადა 1943 წლის 8 აგვისტოს სკოპიეში, ივო ლოლა რიბატის ქუჩის 20-ში[9]. იმ დროს სკოპიე იყო ოკუპირებული ბულგარეთის სამეფოს მიერ, რომელიც იყო ნაცისტური გერმანიის მოკავშირე[10], თუმცა რეგიონი დაუბრუნდა იუგოსლავიას ორი წლის შემდეგ. ის იყო ბოლოს წინა შვილი 6 ბავშვიდან მის ბოშურ ოჯახში. მამამისის მამა იყო კათოლიკე ბოშა და დედა ერაყელი ებრაელი, ხოლო დედამისი იყო მუსლიმი ბოშა სკოპიესთან მდებარე სოფლიდან[11].

მამამისი იბრაფიმი[12], რომელმაც ფეხი დაკარგა გერმანიის მიერ სკოპიეს დაბომბვისას 1941 წელს[13], მუშაობდა შვეიცარად, ცირკში შემსრულებლად და ფეხსაცმლის მწემნდავად[14]. ის მღეროდა და უკრავდა დრამებზე და ხანდახან იყო შემსრულებელი ქორწილებში[9] და ზოგიერთი ემას დედმამიშვილი აკომპანემენტს უწევდა მათ. ესმას დედა იყო მკერავი[13].

9 წლის ასაკში ესმა თავისი ერთ-ერთი ძმის დახმარებით გაეცნო ადგილობრივი ბოშური მუსიკის ორგანიზაციებს, სადაც მას შესაძლებლობა მიეცა მალე ესწავლა რთული რიტმები. დედამისი მხარსუჭერდა მის მუსიკალურ ნიჭს და ესმა და მისი ძმა მალევე გახდნენ წევრები მათი სკოლის ფოლკლორული ჯგუფისა. მისი მშობლები მოითხოვდნენ, რომ ყველა მათ შვილს დაემთავრებიდან დაწყებითი სკოლა[14]. თუმცა, მათ ჰქონდათ საკმაოდ ტრადიციული შეხედულებები და მოელოდნენ რომ ესმა გათხოვდებოდა თინეიჯერობისას და გახდებოდა დიასახლისი. ამის მიუხედავად, მათი ქალიშვილი განთავისუფლდა მსგავსი შეხედულებებისგან და ატარებდა მოდურ ტანისამოსს ნაცვლად დიმიჯისა, იმ პერიოდში ტრადიციული ბოშა გოგოს ტანსაცმლისა[15].

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს ესმას მასწავლებელმა შესთავაზა ემღერა სასკოლო კონკურში რადიო სკოპიესთვის. ის იქ წავიდა, თუმცა არ უთქვამს მშობლებისთვის, რომელთაც არ სურდათ, რომ ის გაჰყოლოდა მისი უფროსი დის გზას,რომელმაც კაფეში სიმღერა დაიწყო 17 წლიდან[9]. ბოშათა შორის მსგავსი კარიერა იყო სამარცხვინო დაუქორწინებელი გოგოსთვის[3].

ესმამ შეასრულა Abre Babi, მაკედონური ბოშოთა ტრადიციული სიმღერა[9]. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბოშა გაშუქდა სადგურის მიერ. ესმამ მოიგო კონკურსი 57 სხვა სკოლის დამარცხებითა და 9 000 დინარის მოგებით[11]. როდესაც ესმას მშობლებმა გაიგეს შვილის წარმატების შესახებ ძალიან გაბრაზდნენ და უარი თქვეს მისთვის ნება დაერთოთ მუსიკალური კარიერის გაგრძელებისა. ამ დროს ბოშა მომღერლისთვის ერთადერთი შესაძლო კარიერა იყო კაფეებსა და რესტორნებში შესრულება სხვა ალტერნატივის გარეშე[16].

სტივო ტეოდოსიევსკი, ესმას მენეჯერი და მოგვიანებით - ქმარი

სტივო ტეოდოსიევსკი, ეთნიკურად მაკედონიელი მუსიკოსი და ჯგუფის ვოკალისტი, გაოცებული იყო ესმას წარმოდგენით კონკურსზე და სურდა, რომ მის მუსიკალურ ანსამბლს შეერთებოდა ისიც. ტეოდოსიევსკი იყო თვითნასწავლი კაცი ღარიბი წარსულით, რომელიც მიუძღვოდა დიდ ხალხურ ანსამბლს, ტეოდოსიევსკის ანსამბლი. ის ასევე მუშაობდა რადიო სკოპიესთვის და იყო წევრი მეკოდონიის კომუნისტური პარტიისა[17].

ადგილობრივი დაწესებულებების წევრობის გარდა, ტეოდოსიევსკი ასევე იყო შორსმჭვრეტელი, რადგან სჯეროდა, რომ ბოშათა მუსიკას შეეძლო გამხდარიყო პატივცემული და პოპულარული არა-ბოშათა შორისაც. იმ დროს კი, ბოშთა მუსიკა იუგოსლავიაში არ ფასობდა და ითვლებოდა რადიოსა და ტელევიზიისთვის შეუფერებლად. უფრო მეტიც, რასიზმი ბოშათა ხალხის მიმართა იყო ძალიან გავრცელებული მაკედონიაში და იუგოსლავიის დანარჩენ ნაწილსა და ბოშებსაც ჰქონდათ ცუდი შეხედულება ბოშა მომღერლებზე, განსაკუთრებით ქალებზე. ესმამდე ბოშას არასოდეს ემღერა ბოშურად რადიოსა ან ტელევიზიაში და ყოველთვის მალავდნენ საკუთარ წარმომავლობას. ტოედოსიევსკი ბოშათა მუსიკის პოპულარიზაციას ახდენდა რეჯეპოვასთან შეხვედრამდეც და რამდენიმეჯერ მწარე კრიტიკაც ხვდა წილად მედიის მხრიდან. მან იცოდა, რომ ესმა რეჯეპოვას შეეძლო მისი დახმარება მიზნის მისაღწევად და რომ ის მარტივად გახდებოდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ხელოვანი. მან დაარწმუნა ესმას მშობლები ნებადაერთოთ ესმასთვის მას წაჰყოლოდა და შეერთებოდა მის ანსამბლს. მათ ორივემ დადეს პირობა, რომ ესმა იმღერებდა მხოლოდ სარეპუტაციო სცენებზე[16][17].

იუგოსლავიური წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ესმამ დატოვა მუსიკალური აკადემია ბელგრადში (სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა), ის შეუერთდა ტეოდოსიევსკის ანსამბლს და დაიწყო ტური. 1961 წელს ანსამბლი წავიდა ზაგრებში (ხორვატიის სოციალისტური რესპუბლიკა), რათა ჩაეწერათ რეჯეპოვას პირველი დისკი. ის გამოუშვა Jugoton-მა და მოიცავდა A bre babi-სა და Chaje Shukarije-ის, სიმღერას, რომელიც ესმამ თავად დაწერა. ეს სიმღერა ბოშურ ენაზე მალე გახდა ძალიან წარმატებული იუგოსლავიაში[17].

1960-იანი და 1970-იანი წლები იყო ძალიან წარმატებული ამ წყვილისთვის. მათ ჩაწერეს ბევრი ალბომი და EP, ასევე მონაწილეობა მიიღეს რადიო და ტელე გადაცემებში[17]. ამ პერიოდში ესმას მიერ შესრულებულ სიმღერები იყო ტრადიციული ბოშური ან ბოშური მუსიკით შთაგონებული სიმღერა. თუმცა, ზოგიერთ მათგანს ჰქონდა შესამჩნევად დასავლური გავლენა. „მაკედო“ შთაგონებულია ჩა-ჩას მიერ, „კოდ კოდაკი“ აჩვენებს მძიმე პოპის გავლენას და „პესმა შეჰერ სარაჯევუ“, რომელიც იყენებს ფსიქოდელიურ ორგანოებს. რეჯეპოვა ასევე ასრულებდა ბევრ მაკედონიურ ეთნიკურობასთან დაკავშირებულ სიმღერას, რომელთაც ბოშურ კულტურასთან არ ჰქონდათ კავშირი. ზოგიერთი სიმღერა არის დუეტის ჩანაწერი მაკედონიელ მომღერლებთან, როგორიცაა „ბლაგუნჯო დეჯჩე“, „ბილჯანა პლატნო ბელესი“ და „ზასტო სი მე მაჯკო როდილა“[18].

ტიტოს იუგოსლავიაში ბოშა ხალხი ოფიციალურად აღიარეს ეროვნულ უმცირესობად და რამაც მიანიჭა მათ ლინგვისტური და კულტურული უფლებები. თუმცა, ესმა რეჯეპოვა იყო ერთადერთი ბოშა იუგოსლავიელი ხელოვანი, რომელმაც მიაღწია გრძელვადიან დიდებასა და საჯარო აღიარებას საბან ნაჯრამოვიჩთან ერთად, რომელიც იყო სერბეთიდან[19].

მისი კარიერული წარმატების მიუხედავად, ესმა რეჯეპოვა იყო რასიზმისა და ჭორაობის ობიექტი. ბოშა ხალხი სკოპიეში მას აღიქვამდა, როგორც შეურაცხმყოფელს საზოგადოებისათვის და ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილები მისი და ტეოდოსიევსკის, გადჯოს ურთიერთობისადმი. ამ პერიოდში მაკედონიელებისა და ბოშებისთვის გაუგონარი ამბავი იყო შერეულ ქორწინებებში მონაწილეობა და ორივე საზოგადოება მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამას. ესმას ბოშები წარბის შეკვრით უყურებდნენ, რადგან მას ჰქონდა თავისუფალი ცხოვრების სტილი, გამოდიოდა სცენაზე, ეძინა სასტუმროებში, მუშაობდა კაცებთან. მეორე მხრივ, ინსტიტუციები, სკოპიეს რადიოსა და მეკადონიის კომუნისტური პარტიის ჩათვლით ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილები სტევო ტეოდოსიევსკისადმე და იმდეგაცრუებულნი იყვნენ მისი ბოშებთან მუშაობით. ამ სულის შემხუთველი ატმოსფეროსაგან გასაქცევად რეჯეპოვა და ტეოდოსიევსკი გადავიდნენ ბელგრადში, იუგოსლავის დედაქალაქში 1960-იანი წლების დასაწყისისთვის. ისინი დაქორწინდნენ 1968 წელს[17].

რასისტულმა ცრუ რწმენამ დიდი როლი ითამაშა რეჯეპოვას კარიერაში. მედია ხშირად ახასიათებდა მას თვისებებით, რომელიც მოისაზრებოდა ტიპური ბოშა ქალის მახასიათბლებად: ის ხმოვანდებოდა, როგორც ცხელ სისხლიანი, მხიარული, კომუნიკაბელური და გენეტიკურად ნიჭიერი. კომენტარები ხშირად კეთდებოდა მის მუქ კანის ფერზე. სტივო ტეოდოსიევსკი იყენებდა ზოგიერთ პოზიტიურ სტერეოტიპს მისი სიმღერების პოპულარიზაციისთვის, სანამ ისინი მის გემოვნებიან სურათს იძლეოდნენ[17].

1960-იანი წლების ბოლოს, ესმამ და სტევომ დააარსეს მუსიკალური სკოლა, სადაც ძირითადად ასწავლიდნენ ახალგაზრდა ნაკლები უპირატესობის მქონე ბავშვებს, როგორც წესი ბოშებს. მუსიკალური ანსამბლის უმეტესი მუსიკოსები ამ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ზოგოერთმა მათგანმა საბოლოოდ დიდებასაც მიაღწია[20]. ჯამში 48 ბავშვი სწავლობდა სკოლაში[21].

სხვა მაკედონიელი ბოშა მუსიკოსების მხარდაჭრით, ესმამ და სტევომ შექმნეს წრე მათ გარშემო. ყველაზე გამოჩენილ წევრებს შორის აღსანიშნავია მომღერლები: მუჰარემ სერბეზოვსკი, უსნიჯა ჯასაროვა, ენვერ რასიმოვი და კლარნეტისტი მედო ჩუნი[22].

იუგოსლავია იყო ნაწილი მიუმხრობლობის მოძრაობისა და იუგოსლავიელი ხელოვანების სცენა იყო ბევრი საერთაშორისო გავლენის საგანი. ესმამ შეასრულა რამდენიმე სიმღერა უცხოურ ენაზე: ბერძნულზე, თურქულზე, ებრაულზე და ინდურზე. ბოშა ხალხი ინდოეთიდან მოვიდა ევროპაში შუა საუკუნეებში. კავშირი, რომელიც ტიტომ შექმნა ნერუსთან და ინდოეთი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იუგოსლავიელი ბოშებისთვის, რადგან მათი კულტურა და ისტორია საჯაროდ გაძლიერდა. ესმამ და სტევომ მოინახულეს ინდოეთი სამჯერ: 1969, 1976 და 1983 წლებში. მათ მეორე მოგზაურობაზე მათ მინიჭათ ბოშური მუსიკის მეფისა და დედოფლის სახელი პირველ ბოშურ მუსიკალურ ფესტივალზე ჩანდიგარჰში. 1983 წელს ესმამ იმღერა ინდირა განდის წინაშე[20].

ინდირა განდის გარდა, ესმამ ასევე იმღერა იოსიპ ბროზ ტიტოსთვის, მოჰამედ რეზა ფეჰლევისა და მუამარ კადაფისთვის[9]. მისი ქმრის ანსამბლთან ერთად მან იმღერა საჯარო აუდიტორიის წინაშე რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-ს, სსრკ-ს, მექსიკის, ავსტრალიასა და კანადის ჩათვლით[21]. 1962 წელს ის იყო პირველი იუგოსლავიელი ხელოვანი, რომელიც სიმღერით წარდგა ოლიმპიაზე პარიზში[23].

კარიერა მაკედონიის დამოუკიდებლობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იან წლებში ესმა რეჯეპოვას მუსიკალური კარიერა შენელდა. 1989 წელს ის უკან გადმოსახლდა სკოპიეში თავის ქმართან ერთად[24]. 1991 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ მაკედონიის რესპუბლიკამ გამოაიარა რთული დრო. სტევო ტეოდოსიევსკი დაიღუპა 1997 წელს 72 წლის ასაკში[24]. თუმცა, ესმა რეჯეპოვა ტურში წავიდა აშშ-ში ერთი წლის შემდეგ და ასრულებდა საქველმოქმედო კონცერტების სერიას[21]. მან ასევე ჩაწერა დუეტი უსნიჯა ჯასაროვასთან ერთად 1994 წელს[25].

2000-იანები იყო ძალიან ნაყოფიერი მომღერლის კარიერაში. მაკედონიასა და ყოფილი იუგოსლავიაში, ესმამ მოიპოვა უფრო თანამედროვე სახე და ახლიდან განსაზღვრა თავი, როგორც worldbeat-ის ხელოვანმა.მაგალითად მან ითანამშრომლა რამდენიმე ახალგაზრდა პოპ მომღერალთან. 2002 წელს მან ჩაწერა სიმღერა ხორვატიულ ჯგუფ Magazin-თან და დუეტი მაკედონელ მომღერალ ტოდორ პროესკისთან. მან ასევე ჩაწერა სიმღერა ბოსნიურ ბანდ Crno Vino-სთან ერთად 2005 წელს და ითანამშრომლა კირილ ჯაჯკოვსკისთან 2010 წელს. საერთაშორისო სცენაზე ესმა რეჯეპოვამ თავისი წვლილი შეიტანა ბოშური მუსიკის დამკვიდრებაში, როგორც არამასობრივი საბაზრო საქონლის, რომელიც სასიამოვნო იყო ურბანული და კულტურული ელიტისათვის[26]. თუმცა ბევრი მისი ახალი სიმღერა არ იყო ფართოდ მიღებული დასავლური აუდიტორიის მიერ, რადგან ისინი არ შეესაბამებოდა მათ მოლოდინებს ბოშურ მუსიკასთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგიერთი სიმღერა იყო სინთეზატორის მეშვეობით შესრულებული, ინსტრუმენტის, რომელიც არ გამოიყენება ტრადიციულ ბოშურ მუსიკაში. ესმას ესპანეთში კონცერტზე დაუსტვინეს კიდევაც უკმაყოფილების გამო, მაგრამ თავი დაიცვა იმის თქმით, რომ ბოშური მუსიკა ყოველთვის ადაპტირდებოდა და იღებდა გარეგან საშუალებებს[27].

მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Čaje Šukarije“, რომელიც ბორატის კინო საუნდტრეკისთვის შეიქმნა 2006 წელს, რომელიც მისივე თქმით გამოყენებულ იქნა მისი თანხმობის გარეშე. ნაათ ველიოვთან ერთად მან უჩივლა ფილმის პროდიუსერებს 800 000 ევროს ( 1 000 000 აშშ დოლარის) მოთხოვნით. ამის შემდეგ რეჯეპოვამ მოიგო 26000 ევროს კომპენსაცია, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კოჰენს ჰქონდა ნებართვა აღებული მისი ჩამწერი სახლიდან, რომ წაეღოთ სიმღერა, ხოლო მას ამის შესახებ არ აცნობეს[28]. ესმა იყო განსაკუთრებით გაბრაზებული, რადგან მისი სიმღერა გამოყენეულ იქნა ჩამორჩენილობის დემონსტრირებისთვის, რასაც თავად ყოველთვის ებრძოდა. თუმცა, ბორატმა მისი დიდების საერთაშორისო ასპარეზზე გავრცელებას შეუწყო ხელი[29].

რეჯეპოვა ევროვიზიაზე გამოსვლისას 2013 წელს.

ესმა რეჯეპოვა ვლატკო ლოზანოსკისთან ერთად არჩეულ იქნა, რათა წარედგინა მაკედონია ევროვიზიის სიმღერის კონკურს 2013-ზე. მათი სიმღერა „Imperija“ გამოქვეყნდა 2013 წლის მარტში, მაგრამ ამან გამოიწვია დაპირისპირება ქვეყანაში, რადგან მისი კლიპი შეიცავდა ბევრ მონუმენტს, რომელიც გახდა დაპირისპირების საგანი პროექტი სკოპიე 2014-ის ფარგლებში. სიმღერა კი განიხილებოდა, როგორც ეროვნული აქტი. მაკედონიური რადიო-ტელევიზია მომღერლებს სთხოვდა დაეწერათ ახალი სიმღერა. საბოლოოდ „Pred da se razdeni“ გამოვიდა ერთი თვის შემდეგ[30][31]. სიმღერამ ვერ შეძლო ნახევარ-ფინალის კონკურსის დაძლევა 2013 წლის 16 მაისს და მიიღო რა 28 ქულა დაიკავა მე-16 ადგილი 17 სიმღერიდან[32].

ესმა რეჯეპოვა დაიღუპა 2016 წლის 11 დეკემბრის დილას სკოპიეში ავადმყოფობის შემდეგ, ის იყო 73 წლის[33]. ის მანამდე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში 28 ნოემბერს და მაშინ იყო კრიტიკულ სიტუაციაში[34]. მისი დაკრძალვის ცერემონია დაიწყო 12 დეკემბერს სკოპიეს საქალაქო საბჭოზე, სადაც რამდენიმე ხელისუფალმა , ქალაქი მერისა და მაკედონიის პრეზიდენტის, გეორგე ივანოვის ჩათვლით, პატივი მიაგეს მას[35]. ის მოგვიანებით დაიკრძალა ბუტელის სასაფლაოზე[36].

ესმა რეჯეპოვა დაქორწინდა საკუთარ მენეჯერზე, სტევო ტეოდოსიევსკიზე 1968 წელს. სტევო დაიბადა 1924 წელს და იყო 19 წლით უფროსი ესმაზე. ტეოდოსიევსკი დაიღუპა 1997 წელს. მათ არასდროს ჰყოლიათ საკუთარი შვილები, მაგრამ იშვილეს მიტოვებული და მეურვეების გარეშე დარჩენილი 47 ბავშვი. მათ 5 მათგანი გაზარდეს საკუთარი ჭერის ქვეშ, ხოლო დანარჩენებისთვის უზრუნველყვეს სახლი და განათლება[37].

ესმა რეჯეპოვა იყო ცნობილი თავისი მოდის უნიკალური გრძნობით. ის ხშირად ატარებდა მძიმე სამკაულებსა და ფერად ტურბანებს. მას ჰქონდა 300-ზე მეტი ტურბანის კოლექცია[37].

ჯილდოები და ტიტულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1976 – ბოშური მუსიკის მსოფლიოს დედოფალი[38]
  • 1992 – 13 ნოემბერი სკოპიეს ჯილდო[39]
  • 1995 – ევროპული სიმღერის პრიმადონას ჯილდო[39]
  • 2005 – ლიტერატურისა და გამოხატვის თავისუფლების ნერვეგიული აკადემია[40]
  • 2010 – მაკედონიის რირსების ორდენი[41]
  • 2013 – მაკედონიის ეროვნული არტისტი[42]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. RomArchive — 2019.
  2. Kesgin, Tayfun (31 May 2003). Billboard. Nielsen Business Media, Inc. p. 81.
  3. 3.0 3.1 Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 203. ISBN 9780195300949.
  4. Anne Midgette (2010-04-07). "NPR's "50 Great Voices" and vocal technique" დაარქივებული 2024-02-03 საიტზე WikiwixCategory:Webarchive template other archives. Washington Post.
  5. "Есма Реџепова го прими признанието за титулата национален уметник". Nova Makedonija. 2013-09-14. Archived from the original on 2014-12-04.
  6. Sasa Petejan. "Esma Redzepova Teodosievska - second time Nobel Peace Prize nominee". Archived from the original on 2004-03-16. Retrieved 2006-08-02.
  7. "Esma & Vlatko are the choice of FYR Macedonia"eurovision.tv. Retrieved 29 December 2012.
  8. "Esma Redzepova, Macedonia's 'Romany music queen', dies at 73". bbc.co.uk. 11 December 2016. Retrieved 12 December 2016.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 "Intervju : Esma Redžepova: 'Prvu zaradu sam krila u gaćama'" დაარქივებული 2014-11-09 საიტზე Wayback Machine. .
  10. Bulgaria During the Second World War, Marshall Lee Miller, Stanford University Press, 1975, ISBN 0804708703, p. 128.
  11. 11.0 11.1 Damin Gambit TV Show, HRT, April 2014
  12. "Queen of the Gypsies, Obituary: Esma Redzepova", The Economist, 2016-12-17, accessed 2016-12-17
  13. 13.0 13.1 Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 202. ISBN 9780195300949.
  14. 14.0 14.1 Garth Cartwright (2005). "Extract from "Princes Amongst Men: Journeys with Gypsy Musicians"". Serpent's Tail. Archived from the original (Book) on 2006-09-08. Retrieved 2006-08-02.
  15. Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 204. ISBN 9780195300949.
  16. 16.0 16.1 "Esma Redzepova: 'Queen Of The Gypsies'". NPR. 2010-04-05.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 207. ISBN 9780195300949.
  18. Singer Esma Redzepova, Who Entertained Tito and Gaddafi, Passes Away დაარქივებული 2016-12-12 საიტზე Wayback Machine. , Independent.mk, 11 December 2016.
  19. Josh Hall (2013-08-12). "Stand Up, People! Yugoslavian Gypsy Pop Explored". The Quietus.
  20. 20.0 20.1 Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 211. ISBN 9780195300949.
  21. 21.0 21.1 21.2 Elizabeth Artemis Mourat. "The Queen of Romany Music: Esma Redzepova" დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. . The Best of Habibi.
  22. Philip Knox (2012-05-08). ""O father, what have you done?", Recovering the golden age of Yugoslavia's Roma music" დაარქივებული 2016-09-15 საიტზე Wayback Machine. . Eurozine.
  23. Ivana D'Alessandro (2007-11-24). "Interview with Macedonian Singer Esma Redzepova, the "Queen of the Gypsies"". World Music Central.
  24. 24.0 24.1 Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 215. ISBN 9780195300949.
  25. Songs of a Macedonian Gypsy (CD Version)Smithsonian Folkways.
  26. Mark Slobin, ed. (1996). Retuning Culture: Musical Changes in Central and Eastern Europe. Duke University Press. p. 247. ISBN 9780822318477.
  27. Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 248. ISBN 9780195300949.
  28. "Esma wins lawsuit against Sacha Kohen"[მკვდარი ბმული]. makfax.com.mk. 2009-07-29. Retrieved 2009-07-30.
  29. Carol Silverman (2012). Romani Routes: Cultural Politics and Balkan Music in Diaspora. Oxford University Press. p. 290. ISBN 9780195300949.
  30. "FYR Macedonia: Vlatko and Esma to Malmö"escxtra.com. Archived from the original on 29 April 2013. Retrieved 28 December 2012.
  31. Omelyanchuk, Olena (15 March 2013). "New song for Esma & Lozano announced"Eurovision.tv.
  32. "Eurovision Song Contest 2013 Semi-Final (2)"Eurovision.tv. 18 May 2013. Retrieved 18 May 2013.
  33. "Почина Есма Реџепова -кралицата на ромската музика" დაარქივებული 2016-12-14 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Nova Makedonija. 11 December 2016. Retrieved 11 December 2016.
  34. "Есма Реџепова во тешка состојба итно пренесена во болница во Скопје". Sitel. 29 November 2016. Retrieved 12 December 2016.
  35. "ПОСЛЕДЕН ПОЗДРАВ: Ја испративме кралицата да им пее на ангелите (ГАЛЕРИЈА)" დაარქივებული 2016-12-14 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Telegraf.mk. 12 December 2016. Retrieved 12 December 2016.
  36. "Кралицата на ромската музика Есма Реџепова денеска беше погребана на градските гробишта Бутел". Sitel. 12 December 2016. Retrieved 12 December 2016.
  37. 37.0 37.1 "Есма Реџепова : страст за хуманоста". SETimes. 2010-05-03.
  38. Esma Redžepova, Queen of the Gypsies, official website of the University of Pittsburgh's Department of Music.
  39. 39.0 39.1 Esma Redzepova-Teodosievska, official website of the Economic Chamber of Macedonia.
  40. Dink Receives Norweigian Award, Asbarez, 6 October 2016.
  41. Decorations and Recognitions დაარქივებული 2014-11-02 საიტზე Wayback Machine. , official website of the President of the Republic of Macedonia.
  42. Esma Redzepova awarded with title National Artist to the Republic of Macedonia, Kurir, 13 September 2013.