ვალპარაისო (ესპ.Valparaíso) — ქალაქი და საზღვაო პორტი ჩილეში, ვალპარაისოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[2] დიდი ვალპარაისოს საქალაქო აგლომერაციის ცენტრი.[3] ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ სანტიაგოდან ჩრდილოეთით 104 კილომეტრზე.
ვალპარაისო ჩილეს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქალაქის ისტორიული ნაგებობები შეტანილია იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.