ვიზა
ვიზა (ლათინური carta visa-ს შემოკლება) — დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის მიერ გაიცემა პირისთვის, რათა მან ფორმალურად მოითხოვოს ქვეყანაში შესვლის ნებართვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და განსაზღვრული მიზნებისთვის. ის ჩვეულებრივ პასპორტში იკვრება ან ირტყმება, ან ზოგჯერ გაიცემა როგორც განცალკევებული საბუთი.
მრავალი ქვეყანა ვიზის და მოქმედი პასპორტის ქონას ითხოვს თავისი საზღვრის გადასაკვეთად, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.
ვიზა დაკავშირებულია ქვეყანაში შესვლის (გასვლის) ნებართვასთან, ასე რომ ზოგ ქვეყანაში ის განსხვავდება უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლისა და დარჩენის ნებართვისგან.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად არსებობს ორი ძირითადი კატეგორიის ვიზა: საემიგრაციო და არასაემიგრაციო ვიზები, რომლებიც ასევე იყოფიან ქვეკატეგორიებად. მაგალითად: ოჯახური საემიგრაციო ვიზა, ტურისტული არასაემიგრაციო ვიზა, სასწავლო არასაემიგრაციო ვიზა, სამუშაო საემიგრაციო ვიზა და ა.შ.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, "Report of the Visa Office" დაარქივებული 2010-07-12 საიტზე Wayback Machine.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, Nonimmigrant Visa Statistics დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Visa, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ვიზა საიტზე Curlie
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |