Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


Welcome!, ようこそ , ¡Bienvenido!, Bienvenue, Willkommen, Добро пожаловать, Benvenuti, Welkom
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!


მოგესალმებით!


თქვენ ათვალიერებთ ქართულ ვიკიპედიას. ეს არის მსოფლიო აბლაბუდაში ქართული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობა. ქართული ვიკიპედიის შექმნის ინიციატივა გაჩნდა 2003 წლის ნოემბერში, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა 2004 წლის ოქტომბრიდან (თავფურცლისა და დამხმარე გვერდების შედგენა), ხოლო 2005 წლის თებერვლიდან 5-6 მოხალისე შეუდგა სისტემატურ მუშაობას. ამჟამად ქართულად დამუშავების პროცესშია 176 653 ენციკლოპედიური სტატია.
ვიკიპედია მოხალისეების მიერ შექმნილი უზარმაზარი პროექტია და მასში მონაწილეობა ძალიან ადვილია. პირველი ნაბიჯებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარების გვერდი, სადაც მოკლედაა აღწერილი რედაქტირებისთვის საჭირო ინფორმაცია. ასევე გადახედეთ პირველად ინსტრუქციებს დამწყებთათვის. გვერდი „სავარჯიშო“ განკუთვნილია სპეციალურად ტექსტებსა თუ ცხრილებზე სავარჯიშოდ.
განხილვის გვერდზე ნუ დაგავიწყდებათ ხელი მოაწეროთ თქვენ მიერ დატოვებულ შეტყობინებებს, ამისთვის თქვენი კომენტარის ბოლოში დაწერეთ ოთხი ტილდა (~~~~). თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი ხელმოწერა ენციკლოპედიურ სტატიაში არ უნდა დატოვოთ. ასევე ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: ვიკიპედიის ხუთი მცნება, ნეიტრალური თვალსაზრისი, ლიტერატურის მითითება, დასაშვები კრიტერიუმები, და მისთ.
სურვილისამებრ შეგიძლიათ შემოიტანოთ ფაილები, თუმცა გახსოვდეთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ ნებისმიერ ფაილსა თუ ინფორმაციაზე შესაძლო საავტორო უფლებები.
სასურველია მიუთითოთ თქვენს გვერდზე, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები...


იმედი გვაქვს, პროექტში მონაწილეობა სიამოვნებას მოგგვრით!

ჩვენ მიერ გავლილი პირველი ნაბიჯები


100 სტატია2005 წლის 1 მარტი85-ე ადგილი
500 სტატია2005 წლის 16 აპრილი75-ე ადგილი
1000 სტატია2005 წლის 8 მაისი64-ე ადგილი
1500 სტატია2005 წლის 23 მაისი56-ე ადგილი
2000 სტატია2005 წლის 19 ივნისი53-ე ადგილი
2500 სტატია2005 წლის 5 აგვისტო54-ე ადგილი
3000 სტატია2005 წლის 16 სექტემბერი52-ე ადგილი
5000 სტატია2006 წლის 23 თებერვალი52-ე ადგილი
10000 სტატია2006 წლის 11 აგვისტო46-ე ადგილი
15000 სტატია2007 წლის 20 მაისი52-ე ადგილი
20000 სტატია2008 წლის 12 თებერვალი51-ე ადგილი
25000 სტატია2008 წლის 14 ნოემბერი49-ე ადგილი
50 000 სტატია2011 წლის 7 ივლისი

ქართული ვიკიპედიის მონაწილენი არიან:


იხილეთ აგრეთვე


ქართული ვიკიპედია ძალას იკრებს და, თუ თქვენი მხრიდანაც იქნება დახმარება, ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში საგრძნობი პროგრესი გვექნება. გახსოვდეთ, რომ ვიკიპედია კოლექტიური შრომის პროდუქტია. თუ გადაწყვეტთ ვიკიპედიაში მონაწილეობის მიღებას, წინასწარ გაეცანით მის წესებს: