იუდა იაკობისი
იუდა იაკობისი ג'ודאס טדיאו | |
---|---|
დაიბადა |
10 Banias ან სპარსეთის იმპერია |
გარდაიცვალა |
62 ბეირუთი |
დასაფლავებულია | წმინდა პეტრეს ბაზილიკა |
ხსენების დღე | 28 ოქტომბერი, 21 აგვისტო[1] და 19 ივნისი[2] |
მოღვაწეობა | ფერმერი და მისიონერობა |
ენა | არამეული ენები და კოინე |
ეროვნება | ებრაელები |
პერიოდი | I საუკუნე[3] |
წმიდა მოციქული იუდა თადეოსი, იგივე იუდა ლევი ან იუდა იაკობისი — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წარმოშობით დავითისა და სოლომონის ტომიდან, იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან, რომელიც გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. დაზუსტებით არ იციან, თუ ვინ იყო იუდას დედა, მაგრამ ზოგიერთის მოსაზრებით, ეს იყო სალომეა - აგეის ქალიშვილი, რომელიც იყო ვარახინის შვილი, ძმა წმინდა ზაქარიასი - მამა იოანე ნათლისმცემლისა.
ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
— (მათ.13:55-56)
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუდა მოციქული მოიხსენიება - იუდა იაკობისად, ანუ იაკობ მოციქულის ძმად. გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების გაყოფა დაიწყო ძეებს შორის, სამი ძმა წინ აღუდგა მამის განზრახვას . მხოლოდ მეოთხე უფროსმა ძმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად და ამიტომ მოიხსენიებენ მას როგორც უფლის ძმად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად და წრფელი გულით შეუდგა მის მსახურებას. მაგრამ ადრე დაშვებული შეცდომის გამო თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.
იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა.
სახარებაში, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22), რომლებიც ტყუილად როდი დაერქვა იუდა მოციქულს: ლებეოსი ნიშნავს - "сердечен", რაც მის გულის სინანულით მდგომარეობას შეესაბამება; თადეოზი - "хвалящий". იუდა მოციქულზე ძალზედ მწირე ინფორმაცია მოიპოვება.
ქადაგება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქული იუდა სახარების ქადაგებდა იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ედესაში ჩავიდა, რომელიც მეფე ავგაროზს ეკუთვნოდა, სადაც სამოცდათ მოციქულთაგანი, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. გადმოცემის თანახმად, იუდა სპარსეთში ქადაგებისას დაწერა თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე.
მოწამეობრივი აღსასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადმოცემით, წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში დაახლოებით 80 წელს. კერპთაყვანისმცემლებმა ქურუმების ჩაგონებით მოციქული დაიჭირეს, ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.
ხსენება - 2 ივლისი(19 ივნისი)
წმინდა ნაწილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Άγιος Θαδδαίος ο Απόστολος». Ορθόδοξος Συναξαριστής
- ↑ Calendar ortodox 2020 - iunie
- ↑ Czech National Authority Database