Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

კატარის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც კატარს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

კატარის საგარეო ურთიერთობები კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იმართება. არაბული ქვეყნები პირველები იყვნენ, რომლებმაც კატარის დამოუკიდებლობა აღიარეს. 1971 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კატარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და არაბული ქვეყნების ლიგაში გაწევრიანდა. 1961-2019 წლებში კატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი იყო. ქვეყანა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს დამფუძნებელი წევრია. დიპლომატიური მისიები ქვეყნის დედაქალაქში, დოჰაშია განლაგებული.

კატარის რეგიონული ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა რეგიონულ და ძლიერ სახელმწიფოებს შორის დაბალანსებული სტრატეგიული ურთიერთობებით ხასიათდება. ქვეყანას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აქვს და რეგიონული ბალანსის შენარჩუნებაში მონაწილეობს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე აღიარების მოსაპოვებლად.[1][2] კატარი პატარა სახელმწიფოა და „ღია“ საგარეო პოლიტიკა აქვს, რისი წყალობითაც ქვეყანას რეგიონულ მოთამაშეებთან კავშირები აქვს, მათ შორის ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც თალიბანი და ჰამასია.[3]

ორმხრივი ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატარის საელჩო ვაშინგტონში

არაბთა გაერთიანებული საამიროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი საზღვაო მეზობლები არიან. ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია.[4] 2017 წლის 5 ივნისს, კატარის დიპლომატიური კრიზისის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კატართან ურთიერთობები შეწყვიტა.[5] ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირები სრულად აღდგა 2021 წლის 6 იანვარს.[6]

კატარსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 2001 წლის 21 თებერვალს დამყარდა. კვიპროსის საელჩო დოჰაში მდებარეობს, ხოლო კატარს საელჩო ნიქოზიაში და საკონსულო ლიმასოლში აქვს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კატარის ემირთან შეხვედრისას დოჰაში, 2016 წლის ივნისი

კატარსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წელს დამყარდა.[7][8] კატარის საელჩო სინგაპურში მდებარეობს,[9] ხოლო სინგაპურის საელჩო ― დოჰაში.[10]

იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ერთი წლით ადრე დაიწყო. კატარმა დამოუკიდებლობა 1971 წლის სექტემბერში მოპოვა და ახალი სახელმწიფოს განათლების, სამხედრო და ეკონომიკური სექტორების დაგეგმარებისთვის იორდანიელი სპეციალისტები მიიწვია.[11] 1972 წელს ყატარის საელჩო ამანში გაიხსნა.[12] იორდანიის საელჩო დოჰაში მდებარეობს.

კატარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაარსდა.[13] საქართველოს საელჩო დოჰაში მდებარეობს, ხოლო კატარის საელჩო თბილისშია განთავსებული.

კატარსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის ივლისში დამყარდა. კატარის საელჩო ასტანაში მდებარეობს,[14] ხოლო ყაზახეთის საელჩო დოჰაშია განლაგებული.[15]

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარის ემირ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანთან ერთად, 2017 წლის მაისი

ერაყთან ომის დროს კატარი იმ არაბულ სახელმწიფოებს შორის იყო, რომლებიც ქუვეითის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ. კატარელი ჯარისკაცები ხაფჯის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, რომელიც პირველი მთავარი შეტაკება იყო სპარსეთის ყურის ომის დროს. 2017 წლის კატარის დიპლომატიური კრიზისის დროს ქუვეითი მედიატორის როლს ასრულებდა. მედიატორის სტატუსი ქუვეითის ნეიტრალიტეტითა და ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობებით იყო განსაზღვრული.[16]

ქუვეითის საელჩო დოჰაში მდებარეობს,[17] ხოლო კატარის საელჩო ელ-ქუვეითშია განთავსებული.[18] ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორული კავშირები აქვთ.[19]

ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია. ომანის საელჩო დოჰაში, ხოლო კატარის საელჩო მასკატში მდებარეობს. 2016 წელს კატარსა და ომანს შორის ვაჭრობის მოცულობა 814 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[20] 2017 წლის სექტემბერში ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა ივნისის შემდეგ, როდესაც კატარის დიპლომატიური კრიზისი დაიწყო, 2 000%-ით გაიზარდა. 2017 წლის დიპლომატიური კრიზისის დროს ომანი კატარისთვის მთავარი სატრანზიტო გასასვლელი იყო. კრიზისის დაწყების შემდეგ კატარში საქონელი სალალაჰისსა და სოჰარის პორტებიდან შედიოდა.[21] ივნისშივე ამ ორ პორტსა და კატარის ჰამადის პორტს შორის პირდაპირი მარშრუტები შემუშავდა.[22]

კატარსა და ვიეტნამს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1993 წლის 8 თებერვალს დაიწყო.[23] კატარის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ― დოჰაში. 1986 წელს წარმატებული ეკონომიკური რეფორმის შემდეგ ვიეტნამი კატარელი ინვესტორებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიეტნამში უმსხვილესი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, თუმცა მისგან განსხვავებით კატარის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ენერგიის, სექტორებსა და ორ სახელმწიფოს შორის ექსპორტისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზეა ფოკუსირებული.

  1. Qatar's Regional Relations and Foreign Policy After Al Ula. The Arab Gulf States Institute in Washington (14 April 2021).
  2. Kirkpatrick, David D.; Barnard, Anne (7 June 2017). „Terrorist Attacks Pour Gas on Saudi- Iranian Rivalry and Gulf Tensions“. Eurasia Diary. ციტირების თარიღი: 11 June 2017.
  3. Qatar Opens Its Doors to All, to the Dismay of Some. The New York Times (16 July 2017).
  4. Profile: Gulf Co-operation Council. BBC. ციტირების თარიღი: 3 August 2015
  5. Reuters. Saudi Arabia cuts ties to Qatar, cites 'terrorism'. ციტირების თარიღი: 5 June 2017
  6. Qatar blockade over as UAE, Saudi, Bahrain and Egypt agree to fully restore ties.
  7. العلاقات الثنائية (MFA Qatar) (in Arabic). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-18. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  8. Singapore, Qatar strengthen bilateral ties. Customs Today (18 October 2017). ციტირების თარიღი: 2 June 2018
  9. Home page ar. Qatari Embassy in Singapore. ციტირების თარიღი: 2 June 2018
  10. About The Embassy. Singaporean Embassy in Doha. ციტირების თარიღი: 2 June 2018
  11. العلاقات الثنائية الأردنية-القطرية ar. Jordanian Embassy in Doha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 3 June 2018
  12. Qatar- Jordan Relations. Qatari Embassy in Amman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 3 June 2018
  13. Qatar-Georgia Relations (Qatar Embassy in Tbilisi).
  14. Qatari Embassy in Nur-Sultan, Kazakhstan. ციტირების თარიღი: 31 May 2018
  15. Kazakh Embassy in Doha, Qatar. ციტირების თარიღი: 31 May 2018
  16. Giorgio Cafiero. (27 June 2017) Stakes high for Kuwait as mediator in Qatar crisis. Al Monitor. ციტირების თარიღი: 3 September 2017.
  17. Kuwaiti Embassy in Doha - Qatar. ციტირების თარიღი: 2022-05-24
  18. Qatar Embassy in Kuwait - State of Kuwait. ციტირების თარიღი: 24 May 2022
  19. قطر والكويت.. علاقات ضاربة بجذورها في عمق التاريخ დაარქივებული 2017-11-06 საიტზე Wayback Machine. (Arabic)
  20. Greater investment in Qatar from Oman. Middle East Monitor (17 July 2017). ციტირების თარიღი: 3 September 2017
  21. Qatar begins shipping cargo through Oman to bypass Gulf rift. Times Colonist (12 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 September 2017
  22. More ships dock at Hamad Port. Gulf Times (24 June 2017). ციტირების თარიღი: 3 September 2017
  23. العلاقات الثنائية (MFA Qatar) (in Arabic). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-18. ციტირების თარიღი: 2022-11-11.