Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

კუმბა იალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუმბა იალა

კუმბა იალა (პორტ. Kumba Yalá; დ. 15 მარტი, 1953, ბულა, პორტუგალიის გვინეა — გ. 4 აპრილი, 2014) — გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი 2000 წლის 17 თებერვლიდან 2003 წლის 14 სექტემბრამდე. მიეკუთვნებოდა ბალანტეს ეთნიკურ ჯგუფს. სოციალური აღორძინების პარტიის პრეზიდენტი. 2008 წელს მიიღო ისლამი და ეწოდა მუჰამედ იალა ემბალო.

საუბრობდა პორტუგალიურად, კრეოლურად, ესპანურად, ფრანგულად და ინგლისურად. შეეძლო კითხვა ლათინურად, ბერძნულად და ებრაულად.

2003 წელს დაამხო ვერისიმო კორეია სეაბრამ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]