ლევუკა
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ლევუკა ინგლ. Levuka | |
ქალაქის სანაპირო ქუჩა | |
ქვეყანა | ფიჯი |
ოლქი | აღმოსავლეთი |
პროვინცია | ლომაივიტი |
კოორდინატები | 17°41′01″ ს. გ. 178°50′05″ ა. გ. / 17.68361° ს. გ. 178.83472° ა. გ. |
ფართობი | 70 ჰექტარი |
მოსახლეობა | 1131 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+12 |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1399 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ლევუკა (ინგლ. Levuka) — ქალაქი ფიჯიში. მდებარეობს კუნძულ ოვალაუს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ადმინისტრაციულად შედის აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციაში. ლევუკა არის ფიჯის ყოფილი დედაქალაქი. 2007 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობს 1131 ადამიანი[1].
თანამედროვე ქალაქი დააარსეს 1820 წელს ევროპელმა მოვაჭრეებმა და გახდა მნიშვნელოვანი პორტი და სავაჭრო პუნქტი. პირველი ეროვნული სახელმწიფო ფიჯიზე დაარსდა 1871 წელს და მისი მეფე გახდა ტაკომბაუ. 1874 წელს ფიჯი დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა. ლევუკა კვლავ ქვეყნის დედაქალაქია 1877 წლამდე, როდესაც ადმინისტრაცია გადავიდა სუვაში.
2013 წლის ივნისში ლევუკა და მისი ისტორიული პორტი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website of the Government of Fiji დაარქივებული 2020-12-08 საიტზე Wayback Machine.
- Levuka Fiji
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის აღწერა (2007 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-03.
- ↑ ლევუკა იუნესკოს ოფიციალურ საიტზე