Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ლიტრიმის საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგრაფო
ლიტრიმი
County Leitrim
Contae Liatroma
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი კერიკ-ონ-შენონი
შიდა დაყოფა Carrick-on-Shannon, Manorhamilton და Ballinamore
კოორდინატები 54°07′00″ ჩ. გ. 8°00′00″ დ. გ. / 54.11667° ჩ. გ. 8.00000° დ. გ. / 54.11667; -8.00000
ფართობი 1,588 კმ²
მოსახლეობა 31,778 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საავტომობილო კოდი LM
ოფიციალური საიტი leitrimcoco.ie

ლიტრიმის საგრაფო (ინგლ. County Leitrim, ირლ. Contae Liatroma) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში.

საგრაფომ სახელი მიიღო სოფელ ლიტრიმისაგან .

ლიტრიმის საგრაფოს ფართობი არის 1 588 კმ². იგი ამ მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო 26-ეზე (32-დან) ირლანდიაში.

ლიტრიმს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება დონეგალის საგრაფო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ფერმანა, აღმოსავლეთიდან — კავანი, სამხრეთიდან — ლონგფორდი, სამხრეთ-დასავლეთიდან — როსკომონი და სლაიგო — დასავლეთიდან. ლიტრიმის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეზე.

ფიზიკური გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგრაფოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა მთიანი ლანდშაფტით, შედარებით მოსწორებულია მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. მათ ერთმანეთისგან ლოხ-ალენის ტბა ჰყოფთ. ეს ტერიტორია გამორჩეულია ბუნებრივი სილამაზით: მაღალი მთებით, ღრმა ველებით, მდელოებით, ტბებითა და მდინარეებით. ლიტრიმს აქვს ყველაზე მოკლე სანაპირო ზოლი იმ ირლანდიური საგრაფოებიდან, რომეთაც აქვთ ზღვაზე გასასვლელი. ტულახანში სანაპირო ხაზის სიგრძე მხოლოდ 2.5 კილომეტრია. ლიტრიმში შესაძლებელია ნახვა პანორამული ხედების ლოხ-ალენზე და მდინარე შენონზე.

გლენსარის ჩანჩქერი
  • ლიტრიმი როგორც კონაქტში, ისე მთლიანად ირლანდიაში ყველაზე ნაკლებად დასახლებული საგრაფოა.
  • ლიტრიმის მოსახლეობა ყველაზე მზარდია კონაქტის პროვინციაში. 2002-დან 2006 წლამდე მისმა მოსახლეობამ 12.2 %-ით მოიმატა.
  • 2005 წლის სტატისტიკის მიხედვით ლიტრიმში არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უმაღლესი განათლების. 75 % 17-დან 19 წლამდე ახალგაზრდების სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში.
  • საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი არის კერიკ-ონ-შენონი (3,505 მოსახლე). ეს არის მაღალგანვითარებული სამდინარო-პორტი მდინარე შენონზე. ტურისტებისთვის განსაკუთრებით პოპულარულია საკრუიზო გემებით გასეირნება მდინარეების: შენონისა და ერნის დამაკავშირებელ 63 კილომეტრიან არხზე. კერიკ-ონ-შენონი ერთ-ერთი ყველაზე ზრდადი ქალაქია ირლანდიაში, მან ბოლო რამდენიმე წელიწადში 25 %-ით მოიმატა. [1]
  • 2008 წლის მონაცემების მიხედვით, ლიტრიმს აქვს მესამე ყველაზე მაღალი თვითმკვლელობის მაჩვენებელი ირლანდიაში და მამაკაცთა საშუალო ასაკის ყველაზე დაბალი ნიშნული — 72.8 წელი (საშუალო არის 75.6).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. IDA Population information on Carrick-on-Shannon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-13. ციტირების თარიღი: 2012-07-07.