Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მაგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლავური ნაკადი (მაგმა). ჰავაი

მაგმა (ბერძნ. magma – სქელი საცხი) — სილიკატური (ზოგჯერ სულფიდური) შედგენილობის გამდნარი მასა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში. ზოგჯერ საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილადქროლად კომპონენტებს, გაცივების შედეგად მაგმა წარმოქმნის მაგმურ ქანებს.

მკვლევართა უმრავლესობის აზრით, მაგმის მთავარი ტიპებია: ულტრაფუძე, ფუძე (ბაზალტური) და მჟავა (გრანიტული); უფრო იშვიათია ტუტე მაგმა, ულტრაფუძე მაგმა და ფუძე მაგმა. წარმოიქმნება ზედა მანტიის ნივთიერების დნობის შედეგად, მჟავა მაგმა – დედამიწის „გრანიტული“ ფენის სელექციური დნობის, ანატექსისისა და პალინგენეზისის შედეგად. ფუძე ან მჟავა მაგმის დიფერენციაციისა და შემცველი ქანების ასიმილაციის შედეგად წარმოიქმნება ტუტე მაგმა. მაგმური მდნარის გენერაციის ფაქტორებია: რადიოგენური სითბო, სიღრმული ნაპრალების გაჩენის შედეგად წნევის ერთბაშად შემცირება და სხვა.

მაგმის ტემპერატურა, ქიმიური შედგენილობის შესაბამისად, ცვალებადობს 600-1200 °C ფარგლებში. ვულკანურ მხარეებში მაგმა აღწევს დედამიწის ზედაპირს და ამოინთხევა ლავის სახით. დედამიწის სიღრმეში გაცივებული მაგმა წარმოქმნის ინტრუზივებს.