Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მადეირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მადეირა (მრავალმნიშვნელოვანი).
მადეირა
madeira
Madeira
მადეირის
დევიზი: "Das ilhas, as mais belas e livres"(პორტუგალია)
"Of all islands, the most beautiful and free"(ადგილობრივი)
ჰიმნი: Oh Uganda, Land of Beauty
მადეირის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ფუნშალი
ოფიციალური ენა პორტუგალიური
მთავრობა ავტონომიური რეგიონი
 -  პრეზიდენტი Alberto João Jardim
ფართობი
 -  სულ 828 კმ2 
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 245 806 
 -  სიმჭიდროვე 295 კაცი/კმ2 
ვალუტა ევრო
დროის სარტყელი UTC±00:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+01:00 (UTC)
Internet TLD .pt
სატელეფონო კოდი 351

მადეირა (პორტ. Madeira) — პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი ატლანტის ოკეანეში. ძირითადად მოიცავს კუნძულ მადეირას, პორტუ-სანტუს და დეზერტაშს. მადეირა არის ევროკავშირის წევრი როგორც პორტუგალიის განსაკუთრებული ტერიტორია.[1]

მადეირა 1418 - 1420 წლების შუალედში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად ითვლება ენრიკე პორტუგალიელი. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში ეს ტერიტორია 1814 წელს პორტუგალიას დაუბრუნდა.[2] მადეირა არის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, კუნძული განთქმულია თავისი ღვინით და ყვავილებით. ყოველ ახალ წელს აქ იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფოიერვერკის შოუ, სწორედ აქ გაიმართა მსოფლიოში უდიდესი ფოიერვერკის შოუ.[3] ამ ადგილს უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს, აქედან ხორციელედება დაკავშირება კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.

მადეირაზე არის ერთ-ერთი უძველესი კურორტი, XIX საუკუნეში ევროპაში არსებობდა მხოლოდ ორი ზღვის კურორტი - ფრანგული რივიერა და მადეირა. 1976 წელს მადეირა იქცა ავტონომიურ ოლქად.

მადეირას ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანო — 47 წევრისაგან შემდგარი მადეირას საკანონმდებლო ასამბლეა, რომელიც აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის შესაბამისად, 4 წლის ვადით.[4]

მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობა — რეგიონული პოლიტიკისა და რეგიონული საჯარო ადმინისტრაციის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. პოტრუგალიის კონსტიტუცია განსაზღვრავს რა რეგიონის მთავრობის სტატუს განმარტავს, რომ რეგიონულ მთავრობას აკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა რეგიონის საკანონმდებლო კრების წინაშე. მადეირას რეგიონული მთავრობის თავმჯდომარე (პრეზიდენტი), არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ინიშნება რესპუბლიკის წარმომადგენლის მიერ. რესპუბლიკის წარმომადგენელი რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) წინადადებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რეგიონის მთავრობის წევრებს. რეგიონის მთავრობა უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის წინაშე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://europa.eu/scadplus/glossary/outermost_regions_en.htm
  2. http://www.britishempire.co.uk/maproom/madeira.htm
  3. Madeira “largest firework display in the world”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2010-05-20.
  4. O Parlamento e o seu funcionamento. alram.pt. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.